2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. წარმატება გარანტირებული გაქვთ საქმეებსა და გადაწყვეტილებებში. ნუ შეუშინდებით რისკს. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა. სასურველია მოინახულოთ უფროსი თაობის ნათესავები და გაატაროთ მათთან ერთად საღამო – ეს თქვენთვის სასარგებლოც იქნება და სასიამოვნოც.

კურო. მარტოობა იქნება თქვენი საუკეთესო მეგობარი ამ დღეს. შეძლებისდაგვარად დარჩით სახლში. სამსახურში თქვენგან მაინც არაფერი ხეირი იქნება. დაისვენეთ, დაკავდით საყვარელი საქმით ან უბრალოდ დივანზე წამოწექით. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. პაემანისა და სექსისაგან უმჯობესია თავი შეიკავოთ.

ტყუპები. სახლის საქმეებისა და ოჯახისათვის ყურადღების დათმობის დროა. ბავშვების აღზრდის საკითხები მარტივად და არაჩვეულებრივი შედეგით შეიძლება გადაწყდეს. ერიდეთ აგრესიის გამოვლენას და კამათში მონაწილეობას. ურთიერთობების გარკვევა უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ.

კირჩხიბი. დღეს შემოქმედებითი ენერგიით იქნებით აღსავსე. შექმენით რაიმე ახალი, გარისკეთ, ისაუბრეთ უჩვეულო ადამიანებთან. თქვენ ბევრს მოასწრებთ თუ არ იზარმაცებთ და არ მოცდებით წვრილმანებზე. დღეს ფიზიკური ვარჯიში კარგად იმოქმედებს თქვენს ჯანრმთელობაზე. წარმატებული დღეა პაემანისთვის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.

ლომი. ამ დღეს სასურველია გრძნობები გონების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდეს. ემოციების აყოლით შესაძლოა სიცრუის მსხვერპლი გახდეთ ან სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ. ალკოჰოლი ვერ იქნება თქვენთვის საუკეთეო მრჩეველი, ამიტომ მასზე უარი თქვით. სასარგებლო იქნება ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟი და გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური პროცედურები.

ქალწული. ფინანსური მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდება. თქვენ მოგების ან მომგებიანი შენაძენის შესანიშნავი  შანსი გეძლევათ. შესაძლოა დაგიბრუნონ ვალი, რის შესახებაც თითქმის დაივიწყეთ. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი მივლინებაში გაემგზავრება, რაც პერსპექტიულ ცვლილებებს მოგიტანთ.

სასწორი. ამ დღეს ბევრი სიხარული გელით. ყველა საქმე მარტივად და უპრობლემოდ მოგვარდება. თქვენს სულში კარგი განწყობა, სახლში კი სიმყუდროვე და სითბო დაისადგურებს.

მორიელი. დღეს მოგიწევთ სასწრაფოდ გადახედოთ თქვენს ფინანსურ გეგმებს. შესაძლოა გადაჭარბებით შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. ფრთხილად იყავით თუ კრედიტით რაიმეს შეძენას ან ფულის სესხებას გადაწყვეტთ. კიდევ ერთხელ კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი. კარგი იქნება თუ საღამოს სახლში, ოჯახურ წრეში გაატარებთ.

მშვილდოსანი. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხაანია დავიწყებული გყავდათ. ის უამრავ თქვენთვის სასიხარულო ახალ ამბავს მოგიტანთ.

თხის რქა. შედეგებს დღეს აქტიური მოქმედებები მოგიტანთ. მოიშორეთ ეჭვები და მთელი ძალები მიმართეთ დასახული მიზნის მისაღწევად. შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ ახალ საქმეს და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კარგი დღეა ოჯახური პრობლემების გადასაწყვეტად ან სუფთა ჰაერზე სასეირნოდ.

მერწყული. დღეს კარგი იქნება დასვენება. დაუთმეთ ყურადღება საკუთარ სხეულს: შეიარეთ სპორტულ დარბაზში, კოსმეტიკურ სალონში, საუნაში. განმარტოვდით. შეადგინეთ სამომავლო გეგმები. საღამო დაუთმეთ ოჯახს. მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.

თევზები. ნუ შეეცდებით თქვენი და სხვისი პრობლემები ერთდროულად მოაგვაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღლილობას იგრძნობთ და დეპრესია მოგერევათ. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ მიზნები თუ კარიერული წინსვლა გინდათ. ყურადღებით იყავით საკუთარ ფულთან. შესაძლოა ის მოგპარონ ან თავად დახარჯოთ აფსოლიტურად არასაჭირო ნივთებში.

დაწერე კომენტარი