2 კვირის წინ ჩადენილი დანაშაული და მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი – დაკავებული “ოცნების” დეპუტატის, კობა კობალაძის შვილია

kobalaZe

მაშინ, როდესაც მთელი საქართველო გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე საუბრობდა და მედიაც საქმის გამოძიებით იყო დაკავებული, თბილისში უმძიმესი დანაშაული მოხდა კვალი კი “ქართული ოცნების” დეპუტატის, კობა კობალაძემდე მიდის.
ტვ. პირველის ინფორმაციით, ბანკის 23 წლის თანამშრომელს, გიორგი ენდელაძეს უამრავი კამერის წინ სასტიკად გაუსწორდნენ. თავი ექვს ადგილას გაუჩეხეს და დანა ურტყეს. ბიჭის შეშინებული ოჯახი ხმას ვერ იღებს, რადგან თავდამსხმელის კვალი “ოცნების” გავლენიანი დეპუტატის შვილთან მიდის.დეპუტატის შვილი კი დავით კობალაძეა, რომელიც პოლიციამ გადაცემის ანონსის გასვლის შემდეგ, დღის ბოლოს დააკავა.

დაწერე კომენტარი