სოფელ განთიადიდან 2 ბავშვი გაიტაცეს

რამდენიმე დღის წინ სოფელ განთიადიდან 2 ბავშვი გაიტაცეს – ამის შესახებ „TV 25”-ს ერთ-ერთმა პედაგოგმა აცნობა. მასწავლებებელი შემთხვევის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ 14 წლის გოგო და 10 წლის ბიჭი სკოლაში მიდიოდნენ, რა დროსაც ისინი სოფლის გზაზე უცნობმა პირებმა შეაჩერეს და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მანქანით მიყვანა შესთავაზეს. 


„ბავშვები მოტყუებით ჩასვეს მანქანაში, ჩემი ინფორმაციით, ორი კაცი იყო, რომლებმაც მოზარდები სხვა მიმართულებით წაიყვანეს. მახინჯაურის ცენტრში ბავშვებმა იკითხეს თუ სად მიდიოდნენ, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. მძღოლმა მოგვიანებით მანქანა ქობულეთის მიმართულებით წაიყავანა, ავტობანთან გაჩერდა რამდენიმე წუთით, რა დროსაც ბავშვებმა დრო იხელთეს და ძირს გადმოხტნენ და გაიქცნენ“ – გვიყვება პედაგოგი.


ფაქტის შესახებ პოლიციას მოზარდების ბაბუამ აცნობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინების საფუძველზე საკითხი შეისწავლეს, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა. სხვა დეტალებზე უწყებაშ არ საუბრობენ. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ აჭარის განათლების სამინისტროში. ფაქტი სკოლის ადმინისტრაციამ უწყებას არ შეატყობინა. 


სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ თემაზე განმარტებას ხვალ გააკეთებენ.

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი