
დღეს 19 აპრილს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, დიღმის მასივის IV კვარტლის №24-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 12:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, დიღმის მასივის VI კვარტლის №1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება 18:00 საათიდან აღდგება.