(ვიდეო)”ჩვენმა მარგალიტმა დაგვტოვა,გულდათუთქულები ვართ” – “მის სამყაროს” მოულოდნელმა გარდაცვალებამ მსოფლიო შეძრა – რატომ გამორთეს აპარატიდან 19 წლის გოგონა

“მის სამყარო 2017”-ის, ჰოლანდიელი ლოტე ვან დერ ზეეს გარდაცვალება დიდი მოულოდნელობა იყო ყველასთვის. გოგონამ 20 წლის იუბილემდე ვერ მიაღწია. 

ძალიან მხიარული და სიცოცხლით სავსე ლოტე ოჯახთან ერთად ავსტრიის სამთო სათხილამურო კურორტზე იყო. მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წავიდა. შინ დაბრუნებულს არ დაუჩივლია არაფერზე. მეორე დილით კი საუზმეზე რომ არ გამოვიდა, დედამ ოთახში შეაკითხა და გათიშული დახვდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ლოტე საავადმტოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთი კვირა კომაში იყო და მისი ამქვეყნად მობრუნება ვერ შეძლეს. დიაგნოზი – გულის შეტევა, თუმცა რამ გამოიწვია, ჯერჯერობით დაუდგენელია.

ოჯახის წევრები აპირებენ დეტალური ანალიზების ჩატარებას და მიზეზების დადგენას. 
ერთკვირიანი კომის შემდეგ ოჯახს გამოუცხადეს, რომ თანდათან ყველა ორგანო გაითიშა და ტვინიც აღარ მუშაობდა, მისი კომიდან გამოსვლის შანსები ნულს გაუტოლდა და მშობლებმა მიიღეს უმძიმესი გადაწყვეტილება – გამოერთოთ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან…

“ჩვენმა მარგალიტმა დაგვტოვა… საყვარელი ლოტა ჩვენთან აღარაა… გულდათუთქულები ვართ”, – დაწერეს გოგონას მშობლებმა. 

პოპულარული

აპრილიდან პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემმა ბიძაშვილმა - დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე…ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას"- ნინი ქარსელაძე
„როგორ მახსოვს პატარა მამუკა პამპერსით, სიღნაღის აღდგენის ინიციატივით რომ შემოტანტალდა“ - რატომ დასცინიან პრემიერს
"ჩემი თემურიკა კინაღამ მომიკლეს... სიკვდილით სავსე ქალაქი!" - მამა პეტრე
დაწერე კომენტარი