19 წლის გოგოს გაუპატიურება და მკვლელობა – ხმაურიანი სასამართლო: რა განაჩენი გამოუტანა ბრალდებულებს ბერძენმა მოსამართლემ

გოგო

სასამართლომ საბერძნეთისა და ალბანეთის მოქალაქეები 19 წლის ელენი ტოპალუდის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

სასამართლო უმძიმესი იყო, ვინაიდან იქ იმყოფებოდა შვილმკვდარი დედა, რომელმაც ვერ აიტანა 23 წლის ბერძენი ბრალდებულის ადვოკატის თხოვნა მოსამართლისადმი, რომ გაეთვალისწინებინათ შემამსუბუქებელი გარემოებები.

სწორედ ამ მომენტში, როდესაც ადვოკატი გაუპატიურებასა და სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული კლიენტის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა, ელენის დედა კიდევ უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდა.

„ჩემი შვილი უკან არ დაბრუნდება… რა შემსუბუქება?! მათ გააუპატიურეს და მოკლეს ჩემი შვილი!” – ამბობდა ქალი, რომელსაც სასამართლოში უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა.

19 წლის გოგონას მკვლელობამ, რომელიც 2018 წელს კუნძულ როდოსზე მოხდა, მთელი საბერძნეთი შეძრა.

გავრცელებული ცნობით, ალბანეთისა და საბერძნეთის მოქალაქეებს, რომლებიც დამნაშავედ სცნეს ელენი ტოპალუდის გაუპატიურებასა და წამებით მკვლელობაში, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლემ უარყო ყველანაირი შემამსუბუქებელი გარემოებები და ემოციური სიტყვა წარმოთქვა საქმესთან დაკავშირებით:

„ორი ბრალდებული მთელი პროცესის მანძილზე სასამართლოს ეთამაშებოდა.

ისინი სინამდვილეში არაფერს ნანობენ და ელენის ხსოვნის მიმართ არ გააჩნიათ არანაირი პატივისცემა.

ასეთი ადამიანები არ იმსახურებენ არანაირი შვებას. აღიარება, რომელიც მოვისმინეთ, არ არის გულწრფელი, ისინი ერთმანეთს უყურებენ და იცინიან.

არანაირი სინანული, არანაირი გულწრფელობა. ალბანური წარმოშობის ბრალდებული ერთგვარი სატყუარა იყო და მან უბიძგა ელენის უკვე მისულიყო ბერძენ მდიდარ ბრალდებულთან.

ბერძენი კი არაფერს გრძნობს. არ ეტყობა სინანულის არანაირი ნიშანწყალი.

მხოლოდ იმას ცდილობს, რომ რაღაც დამალოს და აირიდოს პასუხისმგებლობა.

მისი მთელი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენა უნდა,” – განაცხადა მოსამართლემ.

წყარო: პრაიმტაიმი

loading...

პოპულარული

ყოფილი მაღალჩინოსნის დედის კომპანია ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევა
თუ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, შეიძლება ცუდი არც იყოს, უფრო ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი -კობახიძე
"ვინ თქვა, რომ გადავუხვიეთ"- მეუფე იაკობის თთმით, პატრიარქი და სინოდი დასავლური კურსს უჭერენ მხარს
„ვითხოვთ უკეთეს ნაწერს... თქვენი წერილი სიმცდარითაა გაჯერებული” – ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის უმწვავესი საპასუხო წერილი „კავკასიურ სახლს“
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
წულუკიანს დავაწინაურებ - გახარიას პასუხი ბოკერიას
დაწერე კომენტარი