19 წლის გოგონა -22 გრადუსში გაიყინა, მეგობარმა მისი სხეული ეზოში 6 საათის შემდეგ აღმოაჩინა – დაუჯერებელი ამბავი

1980 წლის დეკემბერში, აშშ-ის მინესოტას შტატის ერთ ქალაქში გვიან საღამოს 19 წლის ჯინ ჰილარდი თავის ავტომობილით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზაში ავტომობილი გაუფუჭდა. უამინდობის გამო ნაკლებ მოსალოდნელი იყო, რომ მშველელი გამოჩენილიყო, ამიტომ ჯინმა გადაწყვიტა რომ -22 გრადუსიან ყინვაში ფეხით წასულიყო თავისი მეგობრის სახლში, რომელიც ამ ადგილიდან 3 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. ჯინმა გზაში ძალიან იწვალა, ქარი და ყინვა მას გადაადგილებას ძალიან უძნელებდა, მიუხედავად ამისა მეგობრის სახლამდე მაინც მიაღწია, თუმცა სახლის კარამდე მისასვლელად ძალები აღარ ეყო და სახლის წინ უგონოდ დაეცა.

ყინვის გამო მისი მეგობრის ოჯახის წევრები ეზოში დილამდე არ გამოსულან და შესაბამისად 6 საათის განმავლობაში არავის შეუმჩნევია სახიდან 4 მეტრის მოშორებით დავარდნილი უგონოდ მყოფი გოგონა.

დილის შვიდ საათზე სახლიდან მისი მეგობარი უოლი ნელსონი გამოვიდა, პირველი რაც ბიჭმა დაინახა ჯინის სხეული იყო. მას თვალები გახელილი ქონდა დარჩენილი.

უოლიმ ჩათვალა რომ ის უკვე მკვდარი იყო, თუმცა აღმოაჩინა რომ ჯინს პულსი ისევ ესინჯებოდა და თავისი მანქანით საავადმყოფოში მაინც წაიყვანა. ერთ საათში ისინი უკვე საავადმყოფოში იყვნენ. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ჯინი უკვე განწირული იყო, მას გულისცემა წუთში 8-12 ქონდა . სხეული კი გაშეშებული და მთლიანად გაყინული. კანი იმდენად გამაგრებული იყო, რომ ექიმებმა ნემსის გაკეთებაც კი ვერ მოახერხეს, მისი თვალები სინათლეზე არ რეაგირებდა. ერთადერთი რაც ექიმებს შეძლეს იყო ის, რომ გაყინული გოგონა თბილი პაკეტებით შეფუთეს.

რამდენიმე საათის შემდეგ ექიმებმა შეამჩნიეს, რომ ჯინის თანდათანობით სიცოცხლის ნიშნები უბრუნდებოდა, გაიზარდა მისი გულისცემა, დაიწყო ზედაპირული სუნთქვა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი მან თვალებიც გაახილა და დაილაპარაკა. პირველი, რაც მან მოითხოვა ჭიქა წყალი იყო.

ეს ნამდვილი სასწაული იყო, გოგონა ნელნელა სიცოცხლეს უბრუნდებოდა, თუმცა ექიმები მაინც თვლიდნენ, რომ გაყინვის გამო მას ქვედა კიდურების ამპუტაცია დასჭირდებოდა. რეანიმაციაში ჯინმა ერთი კვირა გაატარა. სამი დღის შემდეგ, რაც ის საერთო პალატაში გადაიყვანეს, ჯინმა უკვე დამოუკიდებლად გავლაც შეძლო, თვენახევრის შემდეგ კი საავადმყოფოც დატოვა. გასაოცარია ის ფაქტიც, რომ თუ რამდენიმე ზედაპირულ იარას არ ჩავთვლით, ჯინს მოყინვისგან არანაირი კვალია რ დარჩა და მთლიანად გამოჯანმრთელდა.

loading…

პოპულარული

"ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა მის კუთვნილ ბიტკოინების ქარხანაში ელექტროენერგიის მოხმარების სახით"- სააკაშვილი
"გუნდმა დაკარგა გრძნობადობა... ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა" - ივანიშვილი თანაგუნდელებს აკრიტიკებს
ტერორი ბიზნესზე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვალების განულებას „ფონდი ქართუ“ მიზერულ ფასად სთხოვს
"ხელისუფლება არის ისტერიკაში და ყველფერზე მიდის, რომ ზურაბიშვილს მოაგებინოს" - ოპოზიცია ყალბი პირადობების ბეჭვდაზე საუბრობს
ანა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პტრონთან დაბრუნდა
"ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს მასალა გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდებისთვის"- გიორგი გახარია
დაწერე კომენტარი