3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. მთავარი მიზეზი პრობლემებისა, რომლებიც დღეს შეიძლება შეგემთხვეთ, ახლობელ ადამიანებთან უთანხმოებები და განხეთქილებებია. იმისათვის, რომ სისულელეები არ ჩაიდინოთ, მოერიდეთ კამათს.

კურო. თქვენ ერთ ადგილზე ვერ გაჩერდებით. გაგიძლიერდებათ ცვლილებების სურვილი. ნოვატორული სული პირველ რიგში თქვენს საქმეებზე აისახება. შესაძლოა სამომავლო გეგმებს გადახედოთ.

ტყუპები. ხელსაყრელი დღე იქნება ადამიანებისთვის, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა ან დიდი ფინანსური გარიგებების გაფორმება სურთ. მოსალოდნელია დამაინტრიგებელი წინადადება მიიღოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით ყველა წვრილმანზე. უმჯობესია მთელი ენერგია სამუშაოს დაახარჯოთ და წარმატება გარდაუვალი იქნება. ამ დღეს ნუ იქნებით კონფლიქტის ინიციატორი, მაგრამ არც წყენინების უფლება მისცეთ ვინმეს.

კირჩხიბი. დღევანდელი დღე კირჩხიბებისთვის დაძაბულ ატმოსფეროში ჩაივლის. მოსალოდნელია წარუმატებლობები პროფესიულ საკითხებში, პრობლემები სამსახურში და სირთულეები ურთიერთობებში.

ლომი. ამ დღეს ვერავინ შეძლებს თქვენი კარგი განწყობის გაფუჭებას. ყველაფერი მარტივად და ძალდაუტანებლად გამოგივათ. ოჯახური პრობლემებიც კი თავისთავად გადაწყდება. ისარგებლეთ ამ შანსით. უმჯობესია საღამო სახლში გაატაროთ კარგი წიგნის კითხვით ან უბრალოდ სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.

ქალწული. მოიშორეთ თავიდან ცუდი განწყობა და გაუგებარი პანიკა. ეს ყველაფერი თქვენ მხოლოდ გეჩვენებათ ცუდად. სინამდვილეში საქმეები გაცილებით უკეთ მიდის, ვიდრე თქვენ გგონიათ.

სასწორი. ამ დღეს ბევრი სიხარული გელით. ყველა საქმე მარტივად და უპრობლემოდ მოგვარდება. თქვენს სულში კარგი განწყობა გამეფდება, სახლში კი – სიმყუდროვე და სითბო.

მორიელი. კარგი დღეა ყველანაირი წამოწყებებისათვის. შემოქმედებითი გეგმების რეალიზებას სრულად შეძლებთ. სხეული გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამასთან ფიზიკური ვარჯიში სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ. რომანტიკული შეხვედრა ძალიან წარმატებულად ჩაივლის. სექსს კი თქვენთვის სამკურნალო თვისებები ექნება.

მშვილდოსანი. დღევანდელ დღეს შესაძლოა თავიდან ვერ აიცილოთ უსიამოვნებები. მაგრამ შეეცადეთ ასკუთარი აზრი დაიცვათ და ნუ გასცემთ თავს. თუ მოცემულ სიტუაციაში შეძლებთ აგრესიის მოთოკვას და საღი გონებით შეხედავთ ცხოვრებას, მაშინ გამარჯვება გარდაუვალი იქნება და მომავალში საკუთარ თავს მშვიდი ცხოვრების გარატიას მისცემთ ხანგრძლივი დროით.

თხის რქა. დღევანდელი დღისთვის თქვენი დევიზი იქნება: “პატიოსნება, პატიოსნება და კიდევ პატიოსნება!” ტყუილს მოკლე ფეხები ექნება და კარგს არაფერს მოგიტანთ. უსიამოვნებებს ერიდეთ და ისაუბრეთ სიყვარულზე, – ამ სფეროში დიდი წარმატება გელით. მოსალოდნელია ხელის თხოვნა.

მერწყული. ამ ნიშნის ბევრ წარმომაგდნელს გაუთვალისწინებელი ხარჯები ელის. ერიდეთ უძრავი ქონების შეძენას. ასევე არ ღირს სახლში რემონტის წამოწყება. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. მოსალოდნელია ძველი დაავადების გამწვავება. ნუ გასცემთ სესხს. მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

თევზები. იყავით თამამი და შეუპოვარი. იბრძოლეთ საკუთარ შეხედულებებისათვის და დაიცავით თქვენი გადაწყვეტილებები. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. აი, ძველი საქმეების დასრულება კი აუცილებელია. თუ ჯერ შვებულება არ გქონიათ, კარგი დროა მის დასაგეგმად. ამ დღეს ასევე მოსალოდნელია შეხვედრები და ახალი ნაცნობობა, რაც მომავალში უფრო მნიშვნელოვან ურთიერთობებში გადაიზრდება.

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პუტინი საჯდომზე - თამო ვაშალომიძის უპრეცედენტო პროტესტი (ფოტო)
დაწერე კომენტარი