19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ძველი დაავადებების ახალი მეთოდებით მკურნალობამ შესაძლოა, სასურველი შედეგი მოგცეთ, თუმცა, თუ მკურნალობის მეთოდს, რომელიც აირჩიეთ, სპეციალისტები არ ენდობიან, ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს,
კარიერა: ხვალ სასიამოვნო მოულოდნელობები გელით. შესაძლოა, ხელფასი გაგიზარდონ, პრემია დაგინიშნონ ან იგივე ხელფასის პირობებში, სამუშაოს მოცულობა შეგიმცირონ. ასეა თუ ისე, მხოლოდ იღბალს ნუ მიენდობით. თავადაც უნდა იაქტიუროთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს რომელიღაც მავნე ჩვევასთან განშორება, ამიტომ მის მთლიანად იგნორირებას ცდილობს. შეეგუეთ, რომ პერიოდულად, გაღიზიანებული იქნება.

 

კურო
ჯანმრთელობა: კუროებო, მეტი წინდახედულება გმართებთ. კარგად გაიაზრეთ მოსალოდნელი შედეგები და ეცადეთ, საკუთარი ქმედებებით ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.
კარიერა: თქვენი სიტყვები ისე არ იქნება აღქმული და გაგებული, როგორც ელოდით. ეცადეთ, საკუთარი აზრები მკვეთრად და ნათლად ჩამოაყალიბოთ, რომ ინტერპრეტირების შანსი არავის მისცეთ. იზრუნეთ, რომ ყველა საუბარს ჰყავდეს მოწმე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, თქვენი ვერსიის სისწორეს დაადასტურებს.
სიყვარული: ხვალ სასიყვარულო საქმეებში ყველაზე ღირებულ რჩევას უფროსი თაობის ადამიანი მოგცემთ, რომლის აზრსაც პატივს სცემთ და ითვალისწინებთ. მის რჩევებს თუ დაუჯერებთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ.

 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
დიდი რაოდენობით ციტრუსების მიღებისგან თავი შეიკავეთ, რადგან შესაძლოა, მათში შემავალმა მჟავამ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, ციტრუსები სხვა სახეობის ხილით ჩაანაცვლოთ, რომელიც „c“ ვიტამინს შეიცავს. 
კარიერა: 
თუნდაც სრულიად ვერ ერკვეოდნენ თქვენს სამსახურებრივ საქმეებში, ხვალ უფროსი თაობის გამოცდილება მაინც გამოგადგებათ. თუ ასეთი მრჩეველი არ გყავთ, მაკიაველის ნაშრომები წაიკითხეთ. 
სიყვარული: 
კარგი იქნება, თუ ხვალ თქვენი ან თქვენი რჩეულის ნათესავებს გაიხსენებთ. დაურეკეთ ან უკეთესია, ესტუმრეთ, რომ საღამო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნათესავების წრეში გატარებული დრო თქვენს ურთიერთობას უფრო დაათბობს და დააახლოებს.

 


კირჩხიბი

ჯანმრთელობა: კირჩხიბებო, ჩაიტარეთ გამოკვლევა სპეციალისტთან, რომელიც, თქვენი აზრით, სულ არ გჭირდებათ, მაგრამ რომელიღაც ფორმალობისთვის პროცედურების გავლა აუცილებელია. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ. 
კარიერა: 
რეალური შანსი გაქვთ, რომ თქვენი ამბიციური გეგმები განახორციელოთ. თუნდაც თქვენი ჩანაფიქრი სრულ სიგიჟედ ჩანდეს, მაინც ეცადეთ, რომ ცხოვრებაში განახორციელოთ. დიდი ალბათობით, ამის შესახებ არასოდეს ინანებთ.
სიყვარული: თქვენს რჩეულს ძალიან უნდა, რომ, მისი აზრით, საჭირო რჩევა მოგცეთ. თუნდაც მისი რჩევა არაფერში გჭირდებოდეთ, ეცადეთ, ჭკვიანური სახით მოუსმინოთ და ისეთი გამომეტყველება მიიღოთ, რომ მის გათვალისწინებას აპირებთ.

 

ლომი
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ხვალ წნევის ცვალებადობამ შეგაწუხოთ, ამიტომ ისეთი პროდუქტებისგან, რომლებიც ამ პროცესს ხელს უწყობს, თავი უნდა შეიკავოთ. ეცადეთ, ეს დღე ყავის გარეშე გაატაროთ. 
ბიზნესი: 
შესაძლოა, ხვალ რომელიღაც ახლობელს თქვენი დახმარება დასჭირდეს. ეცადეთ, დაეხმაროთ, თუნდაც კარგად ვერ ხვდებოდეთ, რაში მდგომარეობს მისი საქმიანობის არსი. საბედნიეროდ, თქვენი სამსახური ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში ხელს არ შეგიშლით. 
სიყვარული: 
ხვალ საყვარელი ადამიანი საკუთარ თავზე დაუჯერებელ ამბებს გიყვებათ. სავარაუდოდ, მას თქვენი ყურადღების მიქცევა ამ გზით სურს, თუმცა მის სიტყვებში სიმართლის რაღაც ნამცეცი მაინც არის.

 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
გაითვალისწინეთ, რაც უფრო მეტს იზრუნებთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მით უფრო ხელშესახებ შედეგს მიიღებთ. ეცადეთ, ყველაფერი თქვენს ხელთაა. 
კარიერა: 
ხვალ თქვენი შრომისუნარიანობა რამდენადმე შემცირებულია. ეცადეთ, საკუთარი რესურსი ბოლომდე გამოიყენოთ და მთელი დღე დივანზე წამოწოლილმა არ გაატაროთ. 
სიყვარული: 
გირჩევთ, ყურადღებით შეათვალიეროთ თქვენი მეგობრის ყოფილი სიყვარული. იქნებ სწორედ ისაა, ვინც თქვენი მომავალი უნდა გახდეს? ხვალ დიდი შანსი გაქვთ, საბოლოოდ თუ ვერ მოიპოვებთ, ამ ადამიანს მაქსიმალურად მიუახლოვდეთ. მთავარია, რომ ამით მეგობართან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

 

სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძირითადად, თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული. რაც უფრო ოპტიმისტურად შეხედავთ აწმყოსა და მომავალს, მით უფრო გაგიადვილდებათ სუნთქვა და მით უფრო სწორი იქნება თქვენი გულის რიტმი. 
კარიერა:
  ყურადღებით მოეკიდეთ იმ კომპანიის წარმომადგენლის შემოთავაზებას, რომელსაც თქვენთან საქმიანი თანამშრომლობა სურს. ნუ გააკეთებთ სწრაფ პროგნოზებს ფულადი ინტერესის ხათრით. უმჯობესია, არაფერი შეიძინოთ, ვიდრე დაკარგოთ ისიც კი, რაც ახლა გაქვთ. თუკი აჩქარდებით, ამგვარი რამ სრულიად შესაძლებელია, მოხდეს.
სიყვარული: ხვალ, დიდი ალბათობით, შემაშფოთებელ შეცდომას დაუშვებთ, რომელიც სერიოზულად გაგიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. იმისთვის, რომ მსგავსი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო დაკვირვებული იყოთ და სარიკსო გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

 

 

 

მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებისთვის არ არის მიზანშეწონილი თმის შეღებვა ან ქიმიურად დახვევა, რადგან თქვენი თმები ამ ეტაპზე საკმაოდ დასუსტებულია. შეეცადეთ, ისარგებლოთ სპეციალური საშუალებებით და დროებით მოერიდოთ სილამაზის სალონებს.
კარიერა: შეეცადეთ, უფრო გულწრფელი იყოთ გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. ნუ დაიმალებით სერიოზული ნიღბის ქვეშ და ნუ შეიქმნით საქმიანი და დაკავებული ადამიანის იმიჯს – ეს აბსოლუტურად არაფერში გჭირდებათ, ხოლო გულთბილი ღიმილი უდავოდ გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ახლა დგახართ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს არ გაუჭირდება თქვენი დათანხმება, რათა მთელი დღე ერთად გაატაროთ. ამის სურვილი თავადაც გაგიჩნდებათ, ამიტომ პერსპექტივაზე უარის სათქმელად არანაირი მიზეზი არ გექნებათ და არც კი ეძებოთ.

 

 

 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
თქვენი ფეთქებადი ბუნების გამო, საკუთარ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებთ. შეეცადეთ, სურვილი გულში ჩაიკლათ, მაგიდაზე მუშტი დაარტყათ ან კარი გაიჯახუნოთ – ამგვარი შეუკავებლობის შედეგად დიდი შანსია, ტრავმატოლოგიურში აღმოჩნდეთ.
კარიერა: 
თუკი სამუშაო დღიდან სულ ცოტა თავისუფალ დროს გამოყოფთ, სასწრაფოდ ისარგებლეთ ამ შანსით! ხვალ აუცილებლად უნდა შეგცვალონ. სასურველია – დიდი ხნით. ორმოცი წუთით ან იქნებ, საათ-ნახევრით.
სიყვარული: 
ხვალ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ურთიერთობის აწყობა დიდი შრომაა, მაგრამ ხშირად დაუფასებელი. თუკი ხვალ თქვენ შორის წარმოქმნილი ყველა პრობლემის, გაუგებრობისა და ეჭვების გადალახვას შეძლებთ – ახალი პრობლემების გადაწყვეტა მოგვიანებით მოგიწევთ.

 

 

 

თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, შეშუპებამ შეგაწუხოთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. თუკი ეს პრობლემა ნამდვილად გაწუხებთ, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა, რადგან ეს შესაძლოა, გულის ან თირკმელების დაავადებას უკავშირდებოდეს. 
კარიერა: 
შესაძლოა, ფართო საზოგადოებასთან, თქვენი ფირმის კლიენტებთან ან თქვენი საქმიანობით უშუალოდ დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობის დროს პრობლემები წარმოგექმნათ. მზად იყავით იმისთვის, რომ მარტივი პასუხები გასცეთ და ბევრი, ძალიან ბევრი გაიღიმოთ.
სიყვარული: 
არ დაგავიწყდეთ, საყვარელ ადამიანს გულწრფელი მადლობა გადაუხადოთ იმ ყველაფერი კარგისთვის, რაც მან თქვენთვის გააკეთა. აგრძნობინეთ თქვენს გულისსწორს, რომ ის ნამდვილად გჭირდებათ და გჭირდებათ ის ყველაფერი, რასაც თქვენთვის აკეთებს. ამგვარად კიდევ დიდხანს იქნებით ერთად და კარგად…

 

 

 

მერწყული
ჯანმრთელობა: გაწელვის ვარჯიშები განსაკუთრებით მოუხდება თქვენს ორგანიზმს, ასევე, მოგიხდებათ აუზში ვარჯიში. კარგი იქნება, თუკი კუნთებს გაავარჯიშებთ და ოდნავ დაარბილებთ.
კარიერა: ხვალ ნამდვილ ემოციურ აფეთქებას იგრძნობთ. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს განიცდით. კარგი განწყობის ტალღაზე მუშაობაც კარგი იქნება. ასე რომ, ხვალინდელი დღე შეგიძლიათ, წარმატებულად ჩათვალოთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენთან გრძნობებზე საუბარს არ მოისურვებს. შესაძლოა, ეს გრძნობები იმდენად ინტიმურია, რომ საკუთარ თავში ძალების გამონახვა უჭირს, რათა თქვენ წინაშე ბოლომდე გაიხსნას, ამიტომ არ ღირს მისი წამება. როგორც კი საკუთარ თავში ძალებს აღმოაჩენს, ყველაფერს თავად გიამბობთ.

 

 

 

თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ, დიდი ალბათობით, გაცივდებით – ნუ გამოსცდით ბედს და ჩაიცვით ამინდის შესაბამისად. მოიმარაგეთ C ვიტამინით გამდიდრებული პროდუქტები. ძირითადად, ციტრუსი. თქვენი ორგანიზმი მადლობას გადაგიხდით.
კარიერა: ყველანაირი სიახლისთვის მზად ხართ, ამიტომ „ახალი მიწების“ შესწავლა თქვენთვის ყველაზე შესაფერისი დავალებაა. დროა, ცოდნა გააღრმაოთ. იქნებ სპეციალური ლიტერატურის შესაძენად წახვიდეთ?
სიყვარული: 
გულდასმით ადევნეთ თვალი საკუთარ თავსა და თქვენს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ნაცვლად თქვენი რჩეული იმოქმედებს, რაც მას დიდად არ ესიამოვნება და არც თქვენ, სიმართლე რომ ვთქვათ.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი