20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. რომანტიკულ ურთიერთობებში აქტიურობა გელით. გაძლიერებული ყურადღებაა მოსალოდნელი საწინაღმდეგო სქესის წარმომადგენელთაგან. მარტოხელა ვრძებს საკუთარ საბედოსთან შეხვედრის შანსიც მოგეცემათ. ამ დღეს რეალიზებული შემოქმედებითი ნიჭი ძირფესვიანად შეგიცვლით ცხოვრებას და განვითარების ახალ, აქამდე მიუწვდომელ დონეზე გაგიყვანთ. შეგიძლიათ სტუმრად წახვიდეთ ან თქვენთან დაპატიჟოთ ვინმე.

შავი ჩაი ასკილით

კურო. ლოგიკური აზროვნება ამ დღეს ისე გამოგადგებათ, როგორც არასდროს. მოუწყვეთ თქვენს გრძნობებს ხანგრძლივი “შვებულება”. წინააღმდეგ შემთხვევაში დანაკარგს ვერ აიცილებთ თავიდან. სასიყვარულო ურთიერთობაში მხოლოდ დადებითი ემოციები გელოდებათ.

ტყუპები. ისაუბრეთ, იხუმრეთ, აჩუქეთ გარშემომყოფებს კომპლიმენტები. არასტაბილური დღეა შემოქმედებითი და სამსახურეობრივი აქტივობისათვის. მოსალოდნელია დახმარება ნათესავების მხრიდან. მიზნის განხორციელებისას დასვენებც არ დაივიწყოთ. საღამოს ეწვიეთ სპორტულ დარბაზს.

კირჩხიბი. ახალი საქმე და პროექტი მოგებას მოგიტანთ პროფესიულ სფეროში. ოჯახში მშვიდობა და თანხმობა დაისადგურებს. შეეცადეთ გაანებივროთ ახლობელი ადამიანები საჩუქრებით. ზოგიერთი თქვენგანი შორეული ნათესავისგან ამბავს შეიტყობთ.

ლომი. ძალიან კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. ახალი პროექტი ახალ შემოსავლის წყაროს მოგცემთ. ვარსკვლავები თქვენს საკეთილდღეოდ არიან განწყობილნი, მხოლოდ ნუ გაუშვებთ ხელიდან მოცემულ შანსს. მიზანდასახულობა პერსპექტიულ ცვლილებებს გიქადით. დღეს შეგიძლიათ განახორციელოთ სხვადასხვა კომეციული ოპერაციები, სარისკოც კი. მათ წარმატება ელით. პირად ცხოვრებაში კი პრობლემებია მოსალოდნელი, რაც პარტნიორის მხრიდან თქვენი მსოფლმხედველობის უგულვებელყოფის გამო იქნება გამოწვეული.

ქალწული. სწორად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და ამბიციები. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავში იმედგაცრუება არ აგცდებათ. იმისათვის, რომ თქვენი მისამართით ქათინაურები მოისმინოთ, თაყვანისმცემლების შემოკრებით უნდა დაკავდეთ.

სასწორი. ერთ-ერთი ყველზე ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. ვარსკვლავები ახალ პერსპექტივებს გიწინასწარმეტყველებენ. ზოგიერთი თქვენგანისთვის დიდია ალბათობა ცვლილებებისა პირად ცხოვრებაშიც. მატერიალური მდგომარეობა სტაბილურობას გპირდებათ. სასიყვარულო ურთიერთობა კი ბედნიერების დაუვიწყარ წუთებს მოგიტანთ.

მორიელი. ადამიანებთან სწორად ურთიერთობის უნარი წარმატების საწინდარი იქნება ფინანსურ სფეროში. ბევრი საუბარი და უამრავ სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრა დაგჭირდებათ კარგი შედეგების მისაღწევად.

მშვილდოსანი. ხელსაყრელი დღე გელით. მაგრამ კომერციულ ოპერაციებთან დაკვირვებულობა გმართებთ. რომანტიკული შეხვედრა ან პარტნიორის უღირსი საქციელი გარკვეულ იმედგაცრუებას მოგიტანთ.

თხის რქა. ნუ განაწყენდებით მეგობრებზე. დაურეკეთ, რომელიღაც მათგანს თქვენი დახმარება დასჭირდება. საღამო საყვარელ ადამიანთან გაატარეთ.

მერწყული. წარმატება ამ დღეს წილად ხვდებათ გაბედულ და ენერგიულ მერწყულებს, რომლებსაც ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლიათ გამოსავლის პოვნა. ერიდეთ მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმებას და ახალი საქმის დაწყებას. შეეცადეთ დაუთმოთ დრო ბავშვებსა და მშობლებს. ასევე იზრუნეთ საკუთარსა და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

თევზები. კარგი იქნება თუ ამ დღეს საბუთებთან მუშობას მუძღვნით. ამ მნიშვნელოვანი ქაღალდების დაწვრილებითი ანალიზი დაგეხმარებათ სწორი “განაჩენი” გამოიტანოთ და მიხვდეთ სად რა შეცდომა გაქვთ დაშვებული სამსახურში.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი