18:00 საათიდან ტრანსპორტის აკრძალვა – კიდევ რა შეზღუდვებს დააწესებს მთავრობა ორშაბათიდან საქართველოში

მთავრობა

ხვალ, 26 ნოემბერს საქართველოს მთავრობა ახალ შეზღუდვებს გამოაცხადებს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შეზღუდვები ორშაბათიდან ამოქმედდება და ის შეეხება, როგორც ტრანსპორტის გადაადგილებას, ისე კომერციულ დაწესებულებებს.  

წინასწარი ინფორმაციით, დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილება საღამოს 18:00 საათიდან აიკრძალება. რამდენიმე ქალაქში განიხილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხი.   ასევე ორშაბათიდან, სავარაუდოდ მუშაობას შეაჩერებენ სავაჭრო ცენტრები, ე.წ. მოლები და გარკვეულწილად შეიზღუდება კვების ობიექტების მუშაობაც. ჩვენი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მუშაობა შესაძლოა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ ღია ტიპის ბაზრობებმა.   შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მთავრობა ხვალ გაახმოვანებს.

პრაიმტაიმი

დაწერე კომენტარი