(+18 ) სულისშემძვრელი კადრები – დასახიჩრებული ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები სირიაში

თურქული ავიაცია ქურთი მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული საცხოვრებელი ზონების დაბომბვას განაგრძობს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია დასახიჩრებული, დამწვარი და გარდაცვლილი ადამიანები.

გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასევე მტკიცებულებაა, რომ თურქეთის საჰაერო ძალებმა მჭიდროდ დასახლებულ ქურთულ ნაწილებში ჩამოაგდეს ფოსფორის ბომბები, რამაც ათეულობით ადამიანის დამწვრობა გამოიწვია.უმრავლესობა ადგილზე გარდაიცვალა.

ერდოღანის განცხადებით, მიუხედავად დასავლეთის მოწოდების და სირიის არმიის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერისა ქურთი „ტერორისტების“ მიმართ, აპირებს ბოლომდე გააფართოვოს „უსაფრთხო ზონა“ 30 კილომეტრის მანძილზე, რათა უზრუნველყოს სირიელი ლტოლვილების სახლში დაბრუნების საკითხი, რითაც შეძლებს სირია-თურქეთის საზღვრის გაკონტროლებას.

ვიდეო ლინკზე სუსტი გულის მქონე ადამიანებმა კადრები არ ნახოთ

დაწერე კომენტარი