2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. შეიარაღდით შრომისუნარიანობით, პუნქტუალურობითა, თვითკონტროლით და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. მოსალოდნელია უმნიშვნელო დანაკარგი. საღამოს შეეცადეთ მაქსიმალურად დაისვენოთ.

კურო. შენარჩუნდება დაძაბულობა ფინანსებთან დაკავშირებით, ასევე თანამშრომლებთან და მეორე ნახევართან ურთიერთობებში. თქვენ ცუდი განწყობა დაგიპყრობთ. ან როგორ იხალისებთ, როცა არც სახლში გაფასებენ დ არც სამსახურში?!

ტყუპები. დასრულეთ ძველი საქმეები და იყავით ყურადღებით, რომ არაფერი გამოგეპაროთ. ნუ იზარმაცებთ და ყველაფერი გამოგივათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. მოსალოდნელია მოწამვლა. უარი თქვით ალკოჰოლზე. საღამოს გასეირნება ძალების აღდგენასა და სიმხნევის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი. თვე არ დასრულებულა და თქვენ უკვე დარწმუნებული ხართ, რომ ფინანსები შემდეგ ხელფასამდე არ მიგყვებათ. შემდეგისთვის უფრო რაციონალურად დაგეგმეთ საკუთარი ბიუჯეტი ან დამატებითი შემოსავლის წყარო მოძებნეთ.

ლომი. დილიდანვე ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, გაიგებთ ბევრს ახალს, თანამშრომლები კი თქვენში ლიდერს დაინახავენ. მხოლოდ ნუ გაჩერდებით და ნუ დაჯერდებით მიღწეულს. წინ ბევრი საინტერესო რამ გელით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ქალწული. დღეს ქალწულებს ელით როგორც წვრილმანი, ასევე დიდი ცვლილებები, რაც მათთვის საკუთარი ძალების გამოსაცდელ პლატფორმას წარმოადგენს. ამ ნიშნის წარომადგენლები მკვეთრად დაინახავენ საკუთარ თავში ყველა ნაკლსა და ღირსებას. შეგიძლიათ გაემგზავროთ საქმიან მივლინებაში ან დაფიქრდეთ საკუთარი ბიზნესის გაფართოვებაზე.

სასწორი. ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს და საბოლოო შეფასებასაც ნუ გამოიტანთ. არასტანდატული აზროვნება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას. საღამოს საოჯახო და სახლის საქმეებით მოგიწევთ დაკავება.

მორიელი. დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. როგორც ჩანს, ხელმძღვანელები ბოლოს და ბოლოს შეამჩნევენ თქვენს შრომისუნარანობას და სხვებზე უკეთ მუშაობის სურვილს. ნუ გაჩერდებით, თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ!

მშვილდოსანი. ყველაფერი თქვენს ხელთაა და მხლოდ თქვენზე დამოკიდებული როგორ აეწყობა დღევანდელი დღე. თუ მტრულად აღიქვამთ ყველაფერს, – რთული დღე იქნება, ცუდი შედეგებით. და თუ ყველაფერს ხუმრობაში გადაიტანთ, პრობლემები თავისთავად მოგვარდება.

თხის რქა. პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა დღეს შეგემთხვეთ, მარტო ნუ შეეჭიდებით. უმჯობესია ფიქოლოგს მიმართოთ ან უბრალოდ სანდო მეგობარს, რომელსაც თქვენი ბედი ადარდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელიდან გაუშვებთ სამსახურში ან სახლში შელახული მდგომარეობის გამოსწორების არაჩვეულებრივ შანსს.

მერწყული. თქვენ დიდი ხანია რაღაც ახალის გაკეთება გსურთ, – დღეს სცადეთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. სამსახურში საქმეები მარტივად და სწრაფად მოგვარდება. თანამშრომლებთან ურთიერთობები დალაგდება. წარმატებული დღეა რომანტიკული შეხვედრის, ნიშნობის ან დაქორწინებისათვის.

თევზები. არსებობს დღეები, როცა ყველაფერი ხელიდან გიცვივათ და იწყება ცხოვრების რთული ეტაპი. ასე ბევრს ემართება და ამაში არაფერია საშიში, ეს ცხოვრებაა. მთავარია გახსოვდეთ, რომ ეს გაივლის და ავდრის მერე აუცილებლად გამოიდარებს. მოინახულეთ მშობლები. თქვენ ისედაც ძალიან იშვიათად ხვდებით ერთმანეთს.

 

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"თოკი შევიკარი, ვეღარ ვიხსნი..." "მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ" - 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი, ბულინგი გახდა (უმძიმესი ფოტოები საქმის მასალებიდან)
დაწერე კომენტარი