18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. შესაძლოა სწორედ დღეს აგისრულდეთ ყველაზე სანუკვარი ოცნება. კარგი დღეა საქმიანი და პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად. ასევე არაჩვეულებრივი დღეა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან სასაუბროდ. ძალიან დიდია ჰარმონიული ურთიერთობის ალბათობა.

კურო. ნებისმიერი საუბარი დღეს კომფლიქტამდე მიგიყვანთ. ნუ აჰყვებით პროვოკაციას და სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ადგილებში. უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერად იკვებეთ. სრულებით შეუფერებელი დღეა რომანტიკული შეხვედრისა და სექსისთვის.

ტყუპები. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით, გამონახეთ დრო მედიტაციისა და განწმნენდითი პროცედურებისათვის. მსუბუქად იკვებეთ და ალკოჰოლს ერიდეთ. დღეს შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ მკურნალობის კურსი – პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.

კირჩხიბი. ამ დღეს კირჩხიბებს რომენტიკული მოგონებები მოეძალებათ. და ამის კვალდაკვალ შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ოდესღაც გიყვარდათ.

ლომი. არახელსაყრელი პერიოდი გრძელდება. უბრალოდ ცოტა მოითმინეთ და მშვიდად გადააგორეთ ეს დღე. შეეცადეთ არ ისარგებლოთ სატრანსპორტო საშუალებით, მოსალოდნელია ავარიები.

ქალწული. დღეს საქმიან სფეროში წარმატება გელით. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მათ შეუძლიათ თქვენი გაყვანა განვითარების ახალ დონეზე. წარმატებული დღეა თვითშეცნობისა და განათლებისათვის, ასევე მგზავრობისა და უფროსი თაობის ნათესავებთან საუბრებისათვის.

სასწორი. ამ დღეს არანაირი სიურპრიზი და ხრიკები არაა მოსალოდნელი. შეგიძლიათ მოდუნდეთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ. შესაძლოა იმდენად გაგიტაცოთ საყვარელმა საქმიანობამ, რომ ის ჰობიდან პროფესიად აქციოთ და შემოსავლის წყაროდ გაიხადოთ. ეწვიეთ სტომატოლოგს და გაესინჯეთ.

მორიელი. დღეს ყველა გრნობა გაგიმძაფრდებათ და ეს მღელვარე რეაქციებს გამოიწვევს თქვენში. ამიტომ უმჯობესია ამ დღეს განმარტოვდეთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას – მოსალოდნელია მოწამვლა (ალკოჰოლურიც). ასევე უარი თქვით რომანტიკულ შეხვედრასა და სექსზე.

მშვილდოსანი. ხელსაყრელი პერიოდია მატერიალური, სამომხმარებლო და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. სამსახურში ყველაფერი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გამოგივათ. მაგრამ მთავარი დავალება თანამშრომლებთან საერთოდ ენის გამონახვაა. საღამოს კარგი იქნება სუფთა ჰაერზე გასეირნება: ეს ძალების აღდგენასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა. თქვენ სურვილი გაქვთ, ხარჯოთ მეტი, ვიდრე გამოიმუშავებთ, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება. ვარსკვლავები მიგანიშნებენ სასიამოვნო მოულოდნელობაზე: ხელფასის გაზრდის, დიდი ხნის გადავიწყებული სესხის დაბრუნების ან საინტერესო საქმიანი წინადადების თაობაზე. ერთი სიტყვით, საინტერესო პერსპექტივები გელით და ნუ დაჯდებით გულხელდაკრეფილი.

მერწყული. ეს დღე დაძაბული და წინააღმდეგობრივი იქნება. შესაძლოა მოულოდნელი ამბავი შეიტყოთ, რაც თქვენი მოქმედებების და  სამსახურში სამომავლო გეგმების შეცვლას გაიძლებთ. ასევე მოსალოდნელია პარტნიორებთან კონფლიტი სამსახურში. ამასთანავე, თუ ამ დღეს ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებთ, ის მომგებიანი იქნება.

თევზები. ამ დღეს თევზები უჩვეულოდ მომხიბვლელები იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. არჩვეულებრივი განწყობა და საკუთარი თავის რწმენა მოგცემთ შანსს თქვენთვის საინტერესო ადამიანის ყურადრება მიიპყროთ.

loading…

პოპულარული

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, რომელზეც პოლიტიკური დევნა განხორციელდა, გარდაიცვალა
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
დაწერე კომენტარი