18 მარტის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

 

წმიდა მოწამე კონონი

წმიდა მოწამე კონონიწმიდა მოწამე კონონი (III) გალილეის ნაზარეთში დაიბადა, ცხოვრობდა ქალაქ მანდონში. ღვთისმოშიში, კეთილი, მდაბალი და მოსიყვარულე ქრისტიანი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს დაიჭირეს, ხელ-ფეხი სამსჭვალებით დაუხვრიტეს, ბორბალზე გააკრეს და აწამეს. წმიდანი გამუდმებით ლოცულობდა და ასე მიაბარა სული უფალს.

ღირსი ისიხი მმარხველი

ღირსი ისიხი მმარხველიღირსი ისიხი მმარხველი (+434) დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღვთისმოსაობაში გაზრდილმა ისიხიმ დატოვა სახლი და დაეყუდა მაიონისის მთის უდაბურ ადგილას. მან სძლია ბოროტი სულების, ირგვლივ მობინადრე მტაცებელი მხეცებისა და ავაზაკების შიშს, გაიკეთა კელია, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ისიხთან მოწაფეები მივიდნენ. ღირსმა მამამ ეკლესია ააშენა წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. წმიდა ისიხი სიცოცხლეშივე სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მას ეშმაკეული გოგონა მიჰგვარეს. მშობლების თხოვნით ღირსმა ისიხიმ იგი განკურნა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დედათა სავანე დაარსდებოდა. მომავალში ეს წინასწარმეტყველება ახდა.

გარდაცვალებამდე 30 დღით ადრე წმიდა ისიხის ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება, რამაც ღირსი მამა ძლიერ გაახარა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა თავისი მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას კელია გაანათა ზეციურმა შუქმა და წმიდა ისიხიმ სული უფალს შეჰვედრა. მისი მოღვაწეობის ადგილას შემდგომ დედათა მონასტერი აშენდა.

ისიხის წმიდა ნაწილები, რომელიც დაფლული იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, 792 წელს თეოფილაქტე ამასიელმა გადაასვენა ქალაქ ამასიაში (მცირე აზია).

ღირსი მარკოზ მმარხველი
ღირსი მარკოზ მმარხველიღირსი მარკოზ მმარხველი (V) ეგვიპტის ნიტრიის უდაბნოში მოღვაწეობდა. ბავშვობიდანვე მისი საყვარელი საქმიანობა იყო წმიდა წერილის კითხვა. გადმოცემით, მან მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა. ცნობილია, აგრეთვე, რომ ღირსი მარკოზი ისმენდა წმიდა იოანე ოქროპირის ქადაგებებს. ჩვენამდე მოღწეულია წმ. მარკოზის მიერ დაწერილი მრავალი სწავლება. ღირსი მარკოზი გამოირჩეოდა სიმდაბლითა და სიწმიდით. განსაკუთრებული კრძალულობის გამო მას მმარხველი ეწოდა.

წმიდა მოწამე კონონ ისავრიელი

წმიდა მოწამე კონონ ისავრიელიწმიდა მოწამე კონონ ისავრიელი (I) დაიბადა მცირე აზიის ქალაქ ისავრიასთან ახლოს მდებარე ბეთანიაში. წმიდა კონონს სიყრმიდანვე მთავარანგელოზი მიქაილი მფარველობდა, ეცხადებოდა მას და შველოდა ცხოვრებისეულ სიძნელეებში.

მშობლების სურვილით კონონი დაინიშნა ქალწულზე, რომელსაც ანა ერქვა. ქორწინების შემდეგ კონონმა ანა ქალწულების სათნოებაში დაარწმუნა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დიდხანს და-ძმასავით ცხოვრობდა. წმიდა კონონმა თავისი მშობლები მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მამამისი წმიდა ნესტორი, კერპთაყვანისმცემელთა მხილებისათვის მოწამეობრივად აღესრულა.

წმიდა კონონმა დედა და ცოლი ახალგაზრდობაში დაკარგა. წარმართებმა ქრისტეს აღმსარებლობისათვის კონონი სასტიკად აწამეს. ეს რომ ისავრიის მცხოვრებლებმა გაიგეს, იარაღით ხელში გაემართნენ წმიდანის დასაცავად. სახალხო ამბოხებით შეშინებული ჯალათები გაიქცნენ. ისავრიელებმა კი წამების ადგილას ნახეს გასისხლიანებული და ცოცხალმკვდარი წმიდანი, რომელიც წუხდა, რომ ღვთისაგან ჯილდოდ მოწამეობრივი გვირგვინი ვერ მიიღო.

ორი წლის შემდეგ წმიდა კონონი მშვიდობით აღესრულა. დაკრძალეს მშობლებისა და მეუღლის გვერდით.

წმიდა მოწამე ევლოგი

წმიდა მოწამე ევლოგი წარმოშობით პალესტინელი იყო, წარმართი მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მწირობა დაიწყო: დადიოდა მთელ პალესტინაში, ქადაგებდა და წარმართებში ქრისტეს რწმენას ავრცელებდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე ევლოგი

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი