18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
არ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა, რომ უსიამოვნებები თავს არ მოიხვიოთ. უბრალოდ, დანიშნულ დროს იყავით იქ, სადაც გელიან.
ჯანმრთელობა: თქვენი ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, თქვენი ჯანრთელობა იმ დონეზე შეინარჩუნოთ, როგორიც საჭიროა.
ბიზნესი: პროფესიონალური თვალსაზრისით ხვალ თქვენთვის წარუმატებელი დღე იქნება. ეცადეთ, არ მოხვდეთ თქვენს უფროსს თვალში და, მით უმეტეს, არ დაელაპარაკოთ მას ხელფასზე.
სიყვარული: თუ თქვენ გსურთ, საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მოხიბლოთ, საკმარისია თქვენი თვალისმომჭრელი ღიმილი.

შავი ჩაი ასკილით



კურო
თუ კონკურენტები მოსვენებას არ გაძლევენ, აიღეთ კუთვნილი შვებულება და გაემგზავრეთ დასასვენებლად. დაბრუნებისას კი ახალი ძალებით შეუდგებით საქმეს.
ჯანმრთელობა: ეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ შხაპის ქვეშ. თქვენ არ მხოლოდ თბილი წყალი, არამედ ის მსუბუქი მასაჟიც გესაჭიროებათ, რომელსაც შხაპქვეშ მიიღებთ.
ბიზნესი: თუ შემთხვევით დაეჭვდებით, რომ ბუღალტერიაში რაიმე შეცდომა გაგეპარათ, აუცილებლად გადაამოწმეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში შესაძლოა ამ შეცდომის გამო სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.
სიყვარული: ამ დღეს ძალიან ბედნიერი იქნებით, რადგან არა მხოლოდ თქვენი რჩეულის, არამედ მეგობრების სიყვარულიც გაგათბობთ.



ტყუპები
სავარაუდოდ, ვიღაცისთვის ძალიან სასიხარულო ამბის თქმა მოგიწევთ, რაც დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მასზე, არამედ თქვენზეც.
ჯანმრთელობა: ნუ დალევთ ყველაფერს, რაც ხელში მოგხვდებათ. ამ გზით შესაძლოა, თქვენს ორგანიზმში უსარგებლო ნივთიერებები მოხვდეს.
ბიზნესი: ხვალინდელი დღე განსაკუთრებით რთული იქნება თქვენთვის, შეეგუოთ ფაქტს, რომ აღარ ხართ შეუცვლელი თანამშრომელი და თქვენი საჭიროების დამტკიცებას გამუდმებით უნდა ეცადოთ თქვენს უფროსთან.
სიყვარული: ნუ მიუდგებით ხვალ განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებული სერიოზულობით. შეხედეთ სამყაროსა და თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას სულ მცირე იუმორით. ნუ შეიქმნით ზედმეტ პრობლემებს.



კირჩხიბი
ხვალ თქვენს ცხოვრებას ოპტიმიზმი წარმართავს (თუ აღარ გახსოვთ, შეგახსენებთ, ოპტიმისტი ის ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაშინ როცა სხვანი ამტკიცებენ, რომ ამაზე უარესი ვეღარაფერი მოხდება).
ჯანმრთელობა: ახლა ის დროა, როცა ძალების მოკრება უნდა დაიწყოთ. ეცადეთ, მიიღოთ საკმარისი ენერგია საკვებისა და დასვენებისგან. გაექეცით უარყოფით ემოციებს.
ბიზნესი: ხვალ არაკეთილმეგობრული განწყობილება გექნებათ და შესაძლოა, კოლეგებთან სრულიად უმნიშვნელო გაუგებრობის გამოც კი კონფლიქტი მოგივიდეთ. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ.
სიყვარული: ხვალ ადვილად მოახერხებთ წყლიდან მშრალად ამოსვლას. თუმცა ნუ გათამამდებით, სიმართლე ადრე თუ გვიან გამჟღავნდება.



ლომი
ხვალ გაგიმართლათ – თქვენ წინაშე ყველა მოწიწებით იქნება, თუმცა დაიმახსოვრეთ, ნუ გამოიყენებთ ბოროტად ამ კეთილგანწყობას.
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თქვენი საუკეთესო მეგობრები იქნებიან იოგა და სუფთა ჰაერზე სეირნობა, ასევე, სწორი და დაბალანსებული კვება. თქვით უარი მშრალ საკვებზე ხვალ მაინც.
ბიზნესი: თქვენ შესაძლოა, საინტერესო პროექტისთვის შთაგონების წყარო გახდეთ. თქვენი მონდომებისა და მცდელობისთვის, იყოთ უკეთესი, დაწინაურება გელით.
სიყვარული: ხვალ თქვენში რევოლუციონერი გაიღვიძებს. თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კარდინალური ცვლილებების შეტანის სურვილი გაგიჩნდებათ.



ქალწული
სხვების პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. ეცადეთ, სრულად ნუ აარიდებთ პრობლემების მოგვარების პროცესს მათ, ვისაც ისინი ეხება.
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თქვენს მენიუს. ეცადეთ, რაც შეიძლება ცოტა ტკბილეული მიიღოთ.
ბიზნესი: ხვალ დიდი შანსია, არსაიდან მოსულმა ცუდმა განწყობილებამ დღე გაგიუფერულოთ. ეცადეთ, ებრძოლოთ მას და დატკბეთ ამ სამუშაო დღის თითოეული სასიამოვნო წუთით.
სიყვარული: საბოლოოდ ჩაწვდებით იმის არსს, რაც აქამდე ზედმეტად რთულად მიგაჩნდათ, ეს კი მოგცემთ შანსს, საბოლოოდ დაალაგოთ თქვენი პირადი ცხოვრება.



სასწორი
ხვალ ბავშვივით დაუცველი იქნებით. მეთვალყურეც კი დაგჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვური გულუბრყვილობის შემოტევის გამო შესაძლოა, სისულელე ჩაიდინოთ.
ჯანმრთელობა: ზედმეტად ემოციურად მოახდენთ რეაგირებას მიმდინარე მოვლენებზე, რაც თავის ტკივილსა და მსუბუქად გადაღლას გამოიწვევს.
ბიზნესი: ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, დაიცადეთ, სანამ სიტუაცია დასტაბილურდება.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეს განდობთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდება. თქვენი ამოცანაა, დაუმტკიცოთ მას, რომ ღირსეულად გაუძღვებით ამ საქმეს.



მორიელი
თქვენი პირადი პრობლემები სხვა ყველაფერს გადაფარავს. სავარაუდოდ, თქვენთვის და თქვენი ახლობელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
ჯანმრთელობა: სოციალური სტრესის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით. გირჩევთ, ისწავლოთ უარყოფითი ემოციების დათრგუნვა.
ბიზნესი: მოგიწევთ გაიხსენოთ, რომ გადაუდებელი საქმეებისა და სამუშაოს გარდა, არსებობს ასევე გადაუდებელი პირადი საქმეები.
სიყვარული: გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თქვენი საყვარელი ადამიანის სიტყვებს, მაშინაც კი, თუ პრინციპულად მნიშვნელოვანს და ახალს არაფერს გეტყვით. მხოლოდ ასე შეძლებთ მისი ხასიათის ცვლილების შემჩნევას.

 

მშვილდოსანი
შესაძლოა, გარკვეულ საკითხზე თქვენი შეხედულება სრულიად შეიცვალოს. ეს ნუ შეგაშინებთ. თქვენი ბრალი არ არის, უბრალოდ, დღეა ასეთი.
ჯანმრთელობა: შესაძლოა იფიქროთ, რომ არავის უყვარხართ, თუმცა ასე არ არის. ნუ მისცემთ ამ აზრს თქვენი დათრგუნვის უფლებას, ეს თქვენს ფიზიკურ და მორალურ ჯანმრთელობაზე აისახება.
ბიზნესი: ხვალ არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით: პირადი ცხოვრება ან კარიერა. მიენდეთ თქვენს შინაგან ხმას. ის საუკეთესო მრჩეველი იქნება ამ შემთხვევაში.
სიყვარული: ჩაერთეთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად ინტელექტუალურ საქმეში: ამოხსენით ერთად კროსვორდები, უყურეთ ტელევიქტორინას, გაიხსენეთ მათემატიკური ამოცანები, მოკლედ, მიეცით თქვენს ტვინს საკვები.



თხის რქა
თქვენთვის ჩვეულ დინჯ ტემპს უნდა შეელიოთ. სხვადასხვა გარემობა წუთით დასვენების საშუალებას არ მოგცემთ.
ჯანმრთელობა: ნუ გამორიცხავთ რაციონიდან ცხიმიან საკვებს. დღეს ეს არათუ მავვნებელი, სასარგებლოც კი იქნება.
ბიზნესი: რთულ სიტუაციაში თუ აღმოჩნდით, დახმარებისთვის მიმართეთ მას, ვინც თქვენი საქმიანობის სფეროსთან არ არის კავშირში. თქვენ ახლებური ხედვა გესაჭიროებათ.
სიყვარული: დროა მიიხედ-მოიხედოთ. სადღაც ძალიან ახლოს არის ის, ვისთან ერთადაც ხანგრძლივად და ბედნიერად იცხოვრებთ.




მერწყული
შესაძლოა, თქვენს შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებთ. კარი თქვენთვის ღიაა, მთავარია – მოიკრიბოთ სიმამაცე და ზღურბლს გადააბიჯოთ.
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, მასაჟებზე სიარულს თუ დაიწყებთ. სასარგებლო იქნება ზურგისა და კისრის არეში მასაჟი. თუმცა თუ ამას გარდა სხვა რამეც გაწუხებთ, ნუ მოგერიდებათ სპეცალისტისთვის თქმა.
ბიზნესი: როგორც ჩანს, ამიერიდან ვიღაცის მფარველობა მოგიწევთ. სავარაუდოდ, ახალბედას შეიფარებთ ფრთებქვეშ.
სიყვარული: გააცნობიერებთ, რომ ხუმრობები, რომლებზეც თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად ბევრს იცინით, არათუ სასაცილო, ზოგჯერ წინასწარმეტყველურიც კია. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რაზე იცინით ერთად და ცალ-ცალკე.

 

თევზები
გახსოვდეთ, ყოველი წუთი, რომელიც დავიწყებას მიეცემა, უნიკალურია. ნუ დაკარგავთ ძვირფას წუთებს ტყუილუბრალოდ, განსაკუთრებით კი ამ დღეს.
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, სამსახურში ბევრი პრობლემა შეგექმნათ, რასაც შედეგად საღამოს თავის ტკივილი და უხასიათობა მოჰყვება. ამიტომ ჯობია, ემოციების კონტროლი ისწავლოთ.
ბიზნესი: ნუ გაბრაზდები და ნუ აფეთქდებით წვრილმანი პრობლემების გამო. სცადეთ ემოციების კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღე წარუმატებელი იქნება.
სიყვარული: ხვალ თქვენი სიყვარულის მთავარი მტერი ტექნიკა იქნება. ინტერნეტი არ იმუშავებს, SMS შეტყობინებებს ვერ გაგზავნით და მოგიწევთ, კომუნიკაციის ძველებური მეთოდები გაიხსენოთ – დაწეროთ წერილები ხელით და პირადად შეხვდეთ ახლობლებს.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის აღარ არსებობს" - გიორგი შენგელაიას პირველი კომენტარი ივანიშვილის მიერ სტიპენდიის მოხსნაზე
"ტორმუზი და გაზი ამერიაო..."- პარლამენტთან ავარია მოხდა, ავტომობილი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა
როდის უნდა იბანაოთ თუ გინდათ, რომ სიყვარულში და ფინანსებში გაგიმართლოთ
"გაუნათლებელი კაცია, წიგნი მივუტანე, მითხრა ჩემი ცოლი წაიკითხავს და შინაარსს მომიყვებაო" - შენგელაია ივანიშვილზე
დაწერე კომენტარი