18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. დღევანდელი დღის დევიზი იქნება „პატიოსნება! პატიონება! და კიდევ ერთხელ პატიოსნება!” ტყუილი კარგს არაფერს მოგიტანთ და აუცილებლად გამჟღავნდება. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ისაუბრეთ სიყვარულზე, – აქ თქვენ წარმატება გელით, – შესაძლოა წინადადებაც შემოგთავაზონ.

კურო. კუროებს მცირეოდენი სირთულეები ელით პროფესიულ სფეროში. შეეცადეთ ხელმძღვანელებთან არ იკამათოთ.

ტყუპები. მძიმე დღე ელით ტყუპებს. სირთულეები შეიძლება წარმოიშვას სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც. ნუ გააფორმებთ სხვადასხვა სახის გარიგებებსა და ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. უმჯობესია ძველი საქმეები დაასრულოთ. შეეცადეთ ერიდოთ მეორე ნახევართან ურთიერთობების განხილვას. ამან, შესაძლოა, დაშორებაც კი გამოიწვიოს. ნუ მიიღებთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს. ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

კირჩხიბი. ადამიანებთან მოლაპარაკების, მათი მოსმენისა და გაგების უნარის წყალობით სწორი დასკვნების გაკეთებას შეძლებთ, რაც თავიდან აგაცილებთ შეცდომებს. სამაგიეროდ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთბებში მოსალოდნელია პრობლემები ურთიერთგაუგებრობების გამო. საღამოს ეწვიეთ სპორტულ დარბაზს. ეს დაგეხმარებათ სხეულის ტონუსში მოსაყვანად, ასევე არასაჭირო აზრებისა და განცდებისაგან გასათავისუფლებლად.

ლომი. ხელსაყრელი დღე ელით შემოქმედებით ლომებს. თქვენ შეძლებთ დაკავდეთ საქმიანობით, რომელიც ღირსეულად დაგიფასდებათ. შესაძლოა სასიამოვნო მიპატიჟება მიიღოთ, რაზეც უნდა დათანხმდეთ. ეს ცხოვრების გამრავალფეროვნებას, საუბრებისგან სიამოვნების მიღებას, ასევე ახალ მეგობრებსა და ნაცნობებს გპირდებათ. თამამად შეგიძლიათ ამ დღეს სამოგზაუროდ წასვლა ან საყიდლების გაკეთება. ეს მომგებიანი იქნება.

ქალწული. შესაძლოა დღის ნეგატიურმა ტენდენციამ უარყოფითად იმოქმედოს თქვენს განწყობასა და ქცევებზე. შეეცადეთ კონფლიქტებს ერიდოთ, განსაკუთრებით თქვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან, მაშინაც კი, თუ დარწმუმებული ხართ, რომ ისინი არასწორად იქცევიან. ზოგიერთი ქალწული ამ დღეს დამაინტრიგებელ წინადადებას მიიღებს, მაგრამ თუ მასზე თუდაც ერთი ეჭვი გაგაჩნიათ, უმჯობესია თავიდანვე უარი თქვათ. შემთხვევითმა ტავმამ ან ავადმყოფობამ შესაძლოა წინასწარ დაგეგმილ საქმეში ხელი შეგიშალოთ.

სასწორი. არახელსაყრელი დღე ელით სასწორებს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ძველი დაავადების გამწვავება. არ ღირს ფულის გასესხება. სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. შეეცადეთ გამოძებნოთ დრო დასვენებისათვის რათა აღიდგინოთ იმუნური და ნერვული სისტემა.

მორიელი. სამსახურში თქვენი პოზიციების გასამყარებლად ბევრი უნდა იშრომოთ. დაასრულეთ ყველა დაუსრულებელი საქმე და თუ შესაძლებლობა გექნებათ, დაეხმარეთ სხვებსაც. ერთი სიტყვით, დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ.

მშვილდოსანი. რატომ უნდა წახვიდეთ სადმე თუ სიმშვიდესა და კმაყოფილებას სახლში ყოფნა განიჭებთ?! უბრალოდ გაატარეთ დღე სახლში.

თხის რქა. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს გაუთვალისწინებელი ხარჯები ელით. მოერიდეთ ამ დღეს უძრავი ქონების შეძენას და სახლში რემონტის წამოწყებას. ასევე გაუფრთილდით საკუთარ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ძველი ავადმყოფობის გამწვავება. არ გასცეთ სესხი – სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

მერწყული. წინააღმდეგობრივი დღეა, როელიც მოგიტანთ თავგადასავლებს, მგზავრობებს, ცვლილებებს. შესაძლოა სამსახურეობრივ მივლინებაში წასვლა შემოგთავაზონ, რაც თქვენს ბიუჯეტს შეავსებს ან პირიქით, რუტინა და რამდენიმე საქმის ერთდროულად მოგვარების მცდელობები შეცდომებს ან ფინანსურ დანაკარგს მოგიტანთ.

თევზები. დღეს შესაძლოა რამდენიმე საქმის ერთდროულად მოგვარება მოგიხდეთ, რაც დროსთან და ძალისხმევასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებასაც მოითხოვს თქვენი  მხრიდან. თუ დღის მეორე ნახევარში თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მაშინვე ექიმს მიმართეთ, რადგან შესაძლოა ავადმყოფობა სერიოზული აღმოჩნდეს.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი