17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
დღეს ახლობლების კეთილდღეობისთვის უნდა იშრომოთ. სანამ რამეს დაიწყებდეთ, პირობები შეათახმეთ გარშემო მყოფებთან. აკონტროლეთ ემოციები. სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან ურთიერთობისას.

კურო
თუ მიზანს დაისახავთ, არც მისი განხორციელება გაგიჭირდებათ. მოულოდნელი შეხვედრა გელი ნათესავებთან. თუ სხვათა პრობლემების მოგვარება არ გსურთ, მშვიდად დაისვენეთ.

ტყუპი
დროსა და ენერგიას ნუ გაფლანგავთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი საქმის განვითარებას. კარგი დღეა უცხოელ კოლეგებთან მიმოწერისა და მათი რჩევების მისაღებად.

კირჩხიბი
მოერიდეთ სტრესულ და ავარიულ სიტუაციებს. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. გარშემო მყოფების კრიტიკას მშვიდად შეხვდით.

ლომი
ეჭვიანობა და ემოციები გვერდზე გადადეთ. გააზრებულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ.

ქალწული
რაც უფრო ენერგიულად შეუდგებით საქმეების მოგვარებას, მით სწრაფად დაასრულებთ მათ. ფინანსურ, ტექნიკურ და მორალურ დახმარებას ნათესავები გაგიწევენ. შეიძლება თანამოაზრეებთან ერთად მოგიწიოთ მუშაობამ.

სასწორი
აკურატული და მიზანსწრაფული ხართ. ფული მხოლოდ აუცილებელ ნივთებზე დახარჯეთ. საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო დასვენებისა და გამოძინებისთვის.

მორიელი
ოპტიმისტური, მხნე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ. იმაზე მეტ საქმეს შეასრულებთ, ვიდრე ვარაუდობდით. მარტივად გაერკვევით უცხო გარემოში.

მშვილდოსანი
თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ. სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან, საკვებთან. აკონტროლეთ ემოციები.

თხის რქა
გაფრთხილდით, ტრავმული დღე. მოერიდეთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს. აგრეთვე, აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ იზარმაცებთ, გააქტიურდით სასურველის მისაღებად.

მერწყული
დღეს ყველა საქმეში გული და სული უნდა ჩადოთ. სიზარმაცე და ზედაპირულობა არ გეპატიებათ. მეტი მზრუნველობა გამართებთ ოჯახის წევრების, შინაური ცხოველების მიმართ.

თევზები
ოპტიმისტური და გულუხვი ხართ, მაგრამ ეცადეთ, თქვენი ასეთი მდგომარებით არავინ ისარგებლოს. შეიძლება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ სასიყვარულო ურთიერთობა, შემოქმედებითი საქმიანობა, შვილების აღზრდა.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
"უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა...მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაცა და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია" - დავით ქაშიაშვილი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი