17 მაისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

ამაღლება

ქრისტეს ბრწყინვალე დღესასწაული ორმოცი დღე გრძელდება. აღდგომიდან ორმოცი დღის განმავლობაში იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ყოველდღე ეცხადებოდა, ამხნევებდა და სახარისეულ ჭეშმარიტებებს განუმარტავდა. ჩვენ ორმოცი დღის მანძილზე ამ დიდ სიხარულში ვმონაწილეობთ და შეხვედრისას ერთმანეთს კვლავ სააღდგომო მილოცვით ვესალმებით: “ქრისტე აღსდგა!” – “ჭეშმარიტად აღსდგა!”
მეორმოცე დღეს ქრისტემ მოწაფეები ელეონის მთაზე წაიყვანა, მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში და თვალს მიეფარა. სახარებაში წერია, რომ მოწაფეები იერუსალიმში გახარებულები დაბრუნდნენ, ნაცვლად მოსალოდნელი მოწყენილობისა საყვარელ მასწავლებელთან განშორების გამო. მათი სიხარულის მიზეზი ის იყო, იესო ქრისტემ ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის მოვლინება აღუთქვა, რაც მოწაფეების ღმერთთან მარადიულ მყოფობას ნიშნავდა. ამაღლების დღესასწაულზე, რომელიც ათორმეტთაგანია (ერთ-ერთია ათორმეტი დიდი დღესასწაულიდან), აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ტაძრებში სრულდება საზეიმო წირვა-ლოცვა, რომელზეც სასურველია ყველა ქრისტიანი ეზიაროს.

loading…

პოპულარული

“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ორსული მეგან მარკლის „უხერხულად შიშველი“ ფოტოები - ჰერცოგიანიამ სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
"ფრთხილად!!! "ლურჯი ვეშაპის" მენტორები უკვე ქართულად საუბრობენ, თამაში იღებს ფართო მასშტაბებს - ყურადღება არ მოადუნოთ, ბავშვები შიშის გამო ნებდებიან"
დაწერე კომენტარი