6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ვარსკვლავები კვლავაც კეთილგანწყობილი არიან თქვენი კარიერის, პირადი ურთიერთობებისა თუ საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ. არ იფიქროთ, რომ თქვენი კმაყოფილების გრძნობა სისუსტეს ნიშნავს, უბრალოდ, ბედნიერების მწვერვალს უახლოვდებით.

 

კურო
რამდენიმე დღე, რომელსაც საინტერესო მოგზაურობაში გაატარებთ, მრავალი თვის მანძილზე დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ. უყოყმანოდ დასთანხმდით ტურისტულ მოგზაურობაში მიწვევას, რადგან სახლში დარჩენას ახალი თავგადასავლების ძიება სჯობს.

 

ტყუპები
ცდილობთ, რომ სამსახურებრივ საქმეებზე მაქსიმალური ინფორმაცია გქონდეთ და არ გსურთ ხელმძღვანელობის ზოგიერთ მითითებას დაემორჩილოთ. დაიცავით სუბორდინაცია და თქვენი ადგილი იცოდეთ, ამასთანავე, საკუთარი თავის რწმენა და ღირსება არ დაკარგოთ.

 

კირჩხიბი
სამსახურში მშვიდი ატმოსფეროა. ამის წყალობით, შეძლებთ შემჭიდროებულ ვადებში რამდენიმე რთული სამუშაო შეასრულოთ. მან, ვისაც დინების მიმართულებით ცურვა და გარემოებებთან შეგუება არ სურს, ცხოვრება ჩვეულ სტილში უნდა გააგრძელოს. ეცადეთ, გაჭიანურებული საქმეები დროულად დაასრულოთ. იანვარში სრულიად ახალი საქმე გამოგიჩნდებათ.

 

ლომი
ამ დღეს ძალებისა და გონიერების მოკრება დაგჭირდებათ. ეცადეთ, პარტნიორებთან კონტაქტი გაააქტიუროთ. ფინანსურ და ბიზნესსაქმიანობაში წარმატება გელით. თავისუფალი დრო ხელოვნებას უნდა მიუძღვნათ. სულიერი კომფორტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის ემოციურ ატმოსფეროს.

 

ქალწული
ამ დღეს მოსალოდნელია იმუნიტეტის დაქვეითება და გაცივება. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, სამკურნალო მასაჟი გაიკეთოთ და ცხელი აბაზანა მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ მკურნალობა ფრთხილად უნდა ჩაიტაროთ, რადგან მისი შედეგები შეიძლება არაპროგნოზირებადი აღმოჩნდეს.

 

სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან ამ დღეს შესაძლოა, თქვენთვის ძვირფასი და სასარგებლო ნივთი დაკარგოთ. იქნებ, დაკარგვა თქვენი უყურადღებობის ბრალიც იყოს? შეინახეთ საყვარელი ნივთები საიმედო ადგილას.

 

მორიელი
ამ დღეს დახმარებას მიიღებთ იმ ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებით, რადგან ბოლო პერიოდში ამ ადამიანთან ურთიერთობა კამათით დაასრულეთ. ნუ გადადებთ შეხვედრას, რადგან საქმიან და სოლიდურ ადამიანებთან საუბარი თქვენი გეგმების რეალიზების შენსს მოგცემთ.

 

მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ. ზომიერად იმუშაოთ და უფრო მეტი დაისვენოთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას. შეეცადეთ, გონება ზედმეტი ინფორმაციით არ გადატვირთოთ. საღამოს, საყვარელ ადამიანთან ერთად, მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში გაატარებთ.

 

თხის რქა
თუკი თქვენი საქმიანობა ხელოვნებას ან გართობას უკავშირდება, ამ დღეს ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. ბედნიერი დღე ელოდებათ, ასევე, შეყვარებულ თხის რქებს. თუკი ლატარიის ბილეთს შეიძენთ, შესაძლოა, ამ საკითხშიც გაგიმართლოთ. იქ, სადაც აზარტი და ბედნიერი შემთხვევაა, თხის რქები აუცილებლად იქნებიან.

 

მერწყული
ეს დღე სიამოვნებისთვის არის განკუთვნილი. თქვენი გრძნობები კიდევ უფრო მეტ ძალას გაჩუქებთ და გაგაფრთიანებთ. თუკი სასიყვარულო პარტნიორი ჯერ არ გყავთ, ამ დღეს ახალი რომანის დაწყების შანსი გაქვთ. თუკი ახალი ნაცნობობა შედგება, შეეცადეთ, კარგად გაიცნოთ თქვენი პარტნიორი.

 

თევზები
შესაძლოა, საკუთარი გრძნობების გამოხატვა ამ დღეს ვერ მოახერხოთ. გამორიცხული არ არის, ოჯახური პრობლემები საჯარო გახდეს. შეეცადეთ, უარი თქვათ საოჯახო ნივთების შეძენაზე. გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ და ნუ ჩარევთ თქვენს საქმეებში უცხო ადამიანებს.

პოპულარული

"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა
ინტერნეტში შეპირებული დაუვიწყარი სექსი და მოტყუებული ახალგაზრდები - პოლიცია თაღლითს ეძებს
დაწერე კომენტარი