ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 17 იანვარს, 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩა №2/7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის II სადარბაზოში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის
დაწერე კომენტარი