“16 წლის გოგონამ საკუთარი შვილი გაგუდა, 7 თვის ჩვილი. 14 წლის დაოჯახებულა,როცა სექუალური განათლების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, რომელიც უსათუოდ შეუწყობდა ხელს…”

ნათანიელ ერიაშვილი

ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

16 წლის გოგონამ საკუთარი შვილი გაგუდა, 7 თვის ჩვილი. 14 წლის დაოჯახებულა.

როცა სექუალური განათლების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, რომელიც უსათუოდ შეუწყობდა ხელს მსგავსი ტრაგედიების პრევენციას, ბრმევლი ქვის ასაღებად იხრება და ლანძღვა-გინებას არ იშურებს. ამის პარალელურად, ამავე საზოგადოებას ის ფაქტი სრულებითაც არ აღელვებს, რომ არასრულწლოვნობის პერიოდში, ფეხმძიმობა საშინლად მოქმედებს ფსიქიკაზე. პოსტსამშობიარო დეპრესიაზე ხო საერთოდ არ გაგვაჩნია არანაირი მონაცემები ქვეყანაში.

ამ ფაქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ პრევენციას ხელს უშლიან ბნელი, გონებადახშული ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სექსუალური განათლება, საკლასო ოთახებში პორნოფილმების ჩვენებას ნიშნავს. ამ კუთხით სახეზეა სრული გაუნათლებლობა და ინფორმაციული ვაკუუმი, ამის შედეგი კი, ეს ტრაგედიაა.

პოპულარული

"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
8 დაშავებული და ერთი დაღუპული - შემზარავი ავარია გურიაში
დაწერე კომენტარი