1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
შესაძლოა, რაღაც ისეთი თქვათ, რომ ვიღაცის ცხოვრება 360 გრადუსით ამოატრიალოთ, მაგრამ მოგვიანებით, ამისთვის მადლობას გეტყვიან. თუ დიდი ხანია ეკლესიაში წასვლა გსურთ, მაგრამ ვერ ახერხებთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე ღმერთთან საუბრისთვის შესაფერისია. თუ ვიღაცამ გაწყენინათ, ეცადეთ, იგივეთი არ უპასუხოთ. თქვენთვის ასე აჯობებს.

 

კურო
შესაფერისი დროა ახალი პროექტების განსახორციელებლად. მით უმეტეს, თუ გვერდით ჭკვიანი და საიმედო პარტნიორი გყავთ. დღეს ბევრი ფიქრი სასარგებლო არაა. უბრალოდ, გაატარეთ დღე ზედმეტი ემოციების გარეშე და ეცადეთ, საკუთარი ეგოიზმი დააცხროთ.

 

ტყუპები
ნუ მოიწყენთ. მოიწვიეთ მეგობრები და მეზობლები და გულიანად იცინეთ. კარგი იქნება, თუ დღეს საყვარელი ადამიანის მიმართ მეტ სითბოს გამოავლენთ. გახსოვდეთ, სიყვარული მხოლოდ სიტყვები კი არა, პირველ რიგში, საქციელია. თუ რაღაც ახლის გასინჯვა გსურთ, თამამად გასინჯეთ.

 

კირჩხიბი
შესაძლოა, არცთუ ისე სასიამოვნო ნაცნობებს შეხვდეთ, თუმცა თავის მოკატუნება, რომ არ დაგინახავთ, უადგილოა. რაც უფრო მეტად დაკავდებით სხვისი საქმეებით, მით უფრო მეტ პრობლემას შეუქმნით საკუთარ თავს. მთელი დღე თითქოს ძილ-ბურანში ხართ, ამიტომ შეიძლება რაღაც გამოგრჩეთ.

 

ლომი
საიდუმლოებით სავსე დღეა, თუმცა მალე ყველა საიდუმლოს ნათელი მოეფინება. შესაძლოა, უცნობი ადამიანების კომპანიაში აღმოჩნდეთ. თავი შეიკავეთ საღამოს გასეირნებისგან – არცთუ ისე სასიამოვნო ნაცნობობა გელით.

 

ქალწული
საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გსურთ, რომ ახალი სასიცოცხლო ძალა მოგემატოთ. ასე რომ, ნუ ეტყვით საკუთარ თავს განმარტოებაზე უარს. მთელი დღის განმავლობაში გრძნობთ დაუძლევენ სურვილს, რომ ყველაფერს მიაფურთხოთ და სადმე წახვიდეთ, მაგრამ ეს ის არაა, რაც ამჟამად გჭირდებათ. თუ ვიღაცამ თქვენ მიმართ აგრესია გამოავლინა, ეცადეთ, იგივეთი არ უპასუხოთ.

 

სასწორი
ამ დღეს არცთუ ისე ცოტა დრო დაგჭირდებათ სამუშაო განწყობის შესაქმნელად. შემთხვევით გაგონილი ინფორმაცია, შესაძლოა, სასარგებლოდ გამოიყენოთ. ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას გარეგნობას, ის ისეთი მცდარი აღმოჩნდება, როგორც არასდროს.

 

მორიელი
მორიელებო, დაკავდით იმ საქმიანობით, რომელიც გაინტერესებთ, არავინ გაგინაწყენდებათ, თუკი მცირე დროს საკუთარ თავს დაუთმობთ და განმარტოებას გადაწყვეტთ. მორიელებო, გახსოვდეთ ცხოვრებისეული პრიორიტეტების შესახებ. თუკი ამ დღეს გამოძინებას ვერ მოახერხებთ, დიდი ალბათობით, უამრავ შეცდომას დაუშვებთ.

მშვილდოსანი
შუადღის შემდეგ მშვილდოსნებს მეორე სუნთქვა გაეხსნებათ და ყველას დაუმტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია. ყურადღებით მოისმინეთ ყველაფერი, რასაც თქვენი მისამართით იტყვიან, მაგრამ ნუ აიკვიატებთ ვინმეს. შესაძლოა, რომელიმე მომენტით აღფრთოვანდეთ, თუმცა მცირედმა უსიამოვნებამაც კი შესაძლოა, იმედები გაგიცრუოთ.

თხის რქა
რაც არ უნდა შეგემთხვათ ამ დღეს, თხის რქებს ვარსკვლავები არ ურჩევენ დასკვნების გაკეთებას. წაიკითხეთ განცხადებები სამსახურის შესახებ, შესაძლოა, გაგიმართლოთ კიდეც. ნუ დახარჯავთ დროს სწავლაზე, გადადეთ ის ზეგისთვის, ამ დღეს თქვენს ტვინს დასვენება სჭირდება.

 

მერწყული
მერწყულებო, ამ დღეს თავად ხართ თქვენი თავის საუკეთესო ასტროლოგიც და მკითხავიც, ამიტომ მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას. თუკი თქვენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება გექნებათ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან. ვარსკვლავები არ გირჩევენ შორ გზაზე ავტომობილით მგზავრობას, ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით.

 

თევზები
ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ხვალინდელი დღე შესანიშნავია სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად. თევზებს შეუძლიათ, ყველაფერი ჯანდაბისკენ გაგზავნონ, თუმცა უკვე ზეგ საკუთარ საქციელს ინანებენ.

დაწერე კომენტარი