16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ახალი პერსპექტიული შემოთავაზებების გამო თქვენი ცხოვრება შეიძლება კარდინალურად შეიცვლოს. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ კარიერას.

კურო
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს. არ გაართულოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ტყუპი
დილით გამოიძინეთ და დაისვენეთ. საღამო მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. ყურადღება გმართებთ ყველაფრისადმი. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

კირჩხიბი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. საქმეები კოლეგებს, ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. მეტად დაისვენეთ.

ლომი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. კეთილსინდისიერად და დაკვირვებულად იმუშავეთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ქალწული
მოერიდეთ უსიამოვნებას მშობლებთან, ოჯახის წევრებთან. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. იყავით მეტად ორგანიზებული. მუშაობისას გამოავლინეთ პროფესიონალიზმი.

სასწორი
დილა საქმიან შეხვედრებს, მგზავრობას დაუთმეთ. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, სწავლისთვის. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ურთიერთობის გარკვევას მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან.

მორიელი
დილას მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. დღეს ისე როგორც არასდროს გჭირდებათ სწორი ტაქტიკა და სტრატეგია.

მშვილდოსანი
დილა ყოველდღიური საქმეების შესრულებას დაუთმეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან შემოგთავაზებენ საქმეს, რომელიც მომავალში ფულს მოგიტანთ.

თხის რქა
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეტად დაისვენეთ. არ გამოიჩინოთ ინიციატივა და არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

მერწყული
თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები, გაერკვიეთ დეტალებში. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, ძილის რეჟიმი.

თევზები
ნუ განაწყენდებით, თუ გეგმები ჩაგეშლებათ. დილით ნუ იქნებით აგრესიული და ამბიციური. იმისათვის, რომ საქმეებში წარმატებას მიაღწიოთ და განვითარდეთ, გამოცდილი მეგობრის მხარდაჭერა გჭირდებათ.

loading…

პოპულარული

„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
„კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად... დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება...მოვძებნე ხაზი უბიწო გარყვნილის“ - ხატია წერეთელი
დაწერე კომენტარი