16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. გელით როგორც საქმიანი მივლინება, ასევე სამსახურეობრივი კონტაქტები. ზოგიერთი თქვენგანი მშვენივრად გაატარებთ დროს ახლობელ ადამიანებთან ერთად, რაც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. სამსახურში პატარა, მაგრამ პერსპექტიული ცვლილებები გელოდებათ.

შავი ჩაი ასკილით

კურო. ზოგჯერ საფასურის გადახდაა საჭირო სურვილისთვის, რომ ყოველთვის ყველაფერი დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ. მაგრამ ნუ ბრაზობთ საკუთარ თავზე. თქვენ ხომ ისე იქცეოდით, როგორც გული გკარნახობდათ. დღის მეორე ნახევარში მოინახულეთ მშობლები, მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.

ტყუპები. მომდევნო დღეების მოვლენები გიჩვენებთ რამდენად მართებული იყო თქვენი გადაწყვეტილებები. ნუ ინერვიულებთ და პანიკაში ნუ ჩავარდებით მაშინაც კი, თუ მომხდარი ხელს არ გაძლევთ. არავის შეეპარება ეჭვი თქვენს პატიოსნებაში. ახლა მთავარია, ყველაფერი თავისი გზით მიდიოდეს. ყველაფერი კარგად იქნება.

კირჩხიბი. ახალი საქმე ან პროექტი ამ დღეს მოგებას მოგიტანთ პროფესიულ საქმიანობაში. ოჯახში მშვიდობა და თანხმობა დაისადგურებს. შეეცადეთ გაახაროთ ახობელი ადამიანები საჩუქრებით. შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენგანმა შორეული ნათესავისგან ამბავი შეიტყოს.

ლომი. ამ დღეს შეძლებთ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ახალი სამუშაოს დასაწყებად ან დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად, რაც ახალ შემოსავლის წყროს მოგიტანთ. თქვენი მიზანდასახულობის წყალობით, პერსპექტიული ცვლილებები გელოდებათ. ყოველგვარი შიშის გარეშე შეგიძლიათ განახორციელოთ სხვადასხვაგვარი კომერციული ოპერაციები, სარისკოც კი. პირად ცხოვრებაში კი არც ისე გაგიმართლებთ, მოსალოდნელია სიცრუე და ღალატი.

ქალწული. უარი თქვით ალკოჰოლის მიღებაზე. ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელი გამორიცხეთ სახლშიც და მეგობრების წრეშიც. ეს დაგეხმარებათ საღი გონებით შეაფასოთ სიტუაცია და არ გამოგრჩეთ მიშვნელოვანი მოვლენები.

სასწორი. ამ დღეს ჩვეულზე მეტი დაკვირვებულობა გმართებთ. უნდა აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე პირად ცხოვრებაში. საერთო დაძაბული ფონი ხელს შეუწყობს ნეგატიურ მოვლენებს.

მორიელი. ძალიან დამღლელი დღე გელით. ვარსკვლევები გირჩევენ უფრო დამთმობი იყოთ და მაშინ ეს დღე თქვენთვის შეუმჩნევლად ჩაივლის. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ განმარტოვებით. ასე საკუთარ ჯანმრთელობას და ნერვებს გაუფრთხილდებით. საღამოს ძალიან მოგიხდებათ აბანოში ან საუნაში მოდუნება.

მშვილდოსანი. ვიღაც თქვენს ზარს ელოდება, ენატრებით, ნერვიულობს და ჭკუიდან გადადის. თქვენ კი უბრალოდ დაგავიწყდათ. ასე არ შეიძლება. სასწრაფოდ გაიხსენეთ ის ადამიანები, ვისაც აწყენინეთ და გამოისყიდეთ დანაშაული ყვავილებით მაინც.

თხის რქა. შეეცადეთ ამ დღეს არ გასცეთ დაპირებები, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება. დღის მეორე ნახევარში, მხოლოდ იმ საქმეებზე იმუშავეთ, რომელიც დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შეგიძლიათ აკეთოთ. ასევე მოსალოდნელია თავის ტკივილები და წნევის ცვალებადობა.

მერწყული. ზოგიერთ თქვენგანს დღეს აქტიურად მოგიწევთ დაცვა საკუთარი პრინციპების და აზრებისა. სიმშვიდე შეინარჩუნეთ მიუხედავად ყველა დაბრკოლების და სირთულისა. ძალიან დიდია პრობლემების ალბათობა გარშემომყოფებთან ურთიერთობებში ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

თევზები. სასიხარულო დღე გელით, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. ისაუბრეთ მათთან, ვინც მოგწონთ, გააკეთეთ დღესასწაულის ორგანიზება, მოაწყვეთ რომანტიკული შეხვედრა. იყავით გულწრფელი და მხიარული, თავიდან აიცილეთ მოწყენილობა და ყოველგვარი უთანხმოება გადაიტანეთ ხუმრობაში.

იტვირთება…

პოპულარული

მეგან მარკლი ჰერცოგონიას სტატუსით პირველად გამოჩნდა და დაამტკიცა, რომ სამეფო ოჯახის ღირსეული წევრია (ფოტოები)
"თავდასხმა" პრინც ჰარიზე - რა მოხდა სასექსის ჰერცოგის პირველი ოფიციალური გამოსვლისას (ვიდეო)
"დაიხუროს ღვთისმგმობი რუსთავი2" - ტელეკომპანიასთან აქცია დაანონსდა
როგორ დავძლიოთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი უნიკალური ინგრედიენტით
დაწერე კომენტარი