ტყიბულში შვილმა დედა სცემა

პოლიცია

70 წლის დედა 50 წლის შვილმა სცემა. ოჯახური ძალადობის შემთხვევა ტყიბულში მოხდა. ინციდენტის დროს სახლში დედა-შვილის გარდა სტუმრებიც იმყოფებოდნენ და არსებული ინფდორმაციით, ყველა მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

როგორც “მთავართან” დაზარალებული ქალი ყვება, დასახმარებლად სასწრაფოს გამოძახება მეზობლებს შვილმა სთხოვა, ამის შემდეგ კი ადგილზე პოლიციაც მივიდა და მოძალადე შვილი დააკავა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

ხელი არ დაურტყამს, მოიქნია ხელი, მომხვდა და “კრაოტზე” დავეცი. თან ცუდად გავხდი…გონება დავკარგე, გამოვარდა ჩემი შვილი მიშველეთ დედაჩემია ცუდადო. მოვიდა სასწრაფო, მოყვა მილიციაც” –  ამბობს ეთერ გიორგობიანი.

მომხდარზე შსს-სმ გამოძიება 126-ე , ძალადობის მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერე კომენტარი