15.03 დიდი დიღომი/გაზმომარაგება

gazi
gazi

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე გარკვეულ საცხოვრებელ კორპუსებს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15 მარტს, 11:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩა №4ა-1, №4ა-2, №4ა-3, №4ა-4, №4ა-5, I შესახვევი №3, I შესახვევი №5-ში მდებარე და ე.წ. ტელევიზორების ქარხანა „ეკრანი“-ს მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება 16:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

loading…

პოპულარული

"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
"ვის ჩაარტყამს თავში, მე? თაკო ჩარკვიანს თუ რუსიკო ფეტვიაშვილს? თუ ნინო ანანიაშვილს?" - პაატა ბურჭულაძე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ
დაწერე კომენტარი