15 წლის ინფიცირებული გოგონა გვყავს მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულად ითვლება – ტურძელაძე

ლალი ტურძელაძე - ბავშვის მდგომარეობა კარგია

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგონაა მოთავსებული, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ის კრიტიკულად მძიმე პაციენტების კატეგორიას ეკუთვნის:

“დღეის მდგომარეობით გვყავს 99 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 11 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 კი ინტენსიურში. 70 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, აქედან 2 ჩვილია. ერთი 15 წლის გოგონა გვყავს მძიმე შემთხვევით, სუნთქვის აპარატზეა. კრიტიკულად მძიმე პაციენტად ითვლება” – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 100-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 11 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

დაწერე კომენტარი