15 წლის გოგონა აბაზანიდან გამოვიდა და ოთახში დაიღუპა

 მარნეულში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 15 წლის გოგონა დაიღუპა.

ახლობლების განცხადებით, მოზარდი ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ იმ ოთახში იპოვეს, სადაც გამათბობელი იყო დამონტაჟებული.

გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც “პირველ არხთან” „ავერსის” კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა ებრალიძემ განაცხადა, პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც ადგილზე აცხადებენ, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

გარდაცვალების ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. მიმდინარეობს გამოძიება.

პოპულარული

რუსმა ოკუპანტებმა 21 წლის გივიკო ბერუაშვილი 24-საათიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს
„გამოიკვეთა ადამიანი, ვისაც დაუჭერს ყრილობა მხარს და ეს იქნება გრიგოლ ვაშაძე“ - ენმ-ის ყრილობა 24 მარტს გაიმართება
„გერმანია და შვედეთი არ მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან საქართველო აღიარებულია სანდო ქვეყნად“- საფრანგეთის ელჩი
„წარვუდგენთ რეკომენდაციებს, რომ უზენაესი სასამართლო იყოს საუკეთესო ხალხით დაკომპლექტებული“ - ჯანი ბუკიკიო კობახიძის ინიციატივაზე
„რუსეთმა უნდა გამოიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც პატივს სცემს თავის მეზობლებს“ - პასკალ მენიე
"მზე ღრუბლებში დაცურავს" - ნასვამი "ბორჯღალოსნები" თვითმფრინავში მღერიან (ვიდეო)
საოცრად ემოციური ისტორია გომბორზე დაღუპულ ნიკუშა გუჯეჯიანზე - "არ მინახავს კაცი რომელიც ქალს ესე ექცევა"
რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ მათთან სექსი გინდათ, მაშინ როცა ასე არ არის
აპრილის ბოლომდე დაძაბული და აგრესიული პერიოდია, განსაკუთრებით ქალებისთვის" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
დაწერე კომენტარი