15 წლის გოგონამ სატანაზე მსხვერპლშესაწირად მეგობარს თითები მოაჭრა – შემზარავი შემთხვევა ბრნოში

შოკისმომგვრელი ინციდენტი ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მოხდა. 15 წლის ალენა სკრივანკოვამ 10 წლის გოგონას – ჟიტკე სვეხლოვას თითები მოაჭრა, როგორც სრკივანკოვამ განაცხადა, მან სატანას მეგობრის თითები მსხვერპლად შეწირა. მცირეწლოვანი დამნაშავე ფისქიატრულ კლინიკაში მოათავსეს, ხოლო მისი მსხვეპლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სატანისტი 10 წლის გოგონასთან ბავშვობიდან მეგობრობდა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყსიში 15 წლის სკოლის მოსწავლემ გოგონას ტყეში ერთად გასეირნება შესთავაზა. ტყის სიღრმეში შესვლისას, სკრივანკოვამ სვეხლოვა ხეზე მიაბა, რის შემდეგაც მას თითები ნაჯახით მოაჭრა. გოგონამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა მეგობრის თითები სატანისთვის მსხვერპლად შეეწირა. 10 წლის გოგონამ როგორღაც შეძლო თოკი გაეხსნა და სახლში მშობლებთან გაქცეულიყო. ოჯახმა დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

,,როდესაც ჩვენ დანაშაულის ადგილას მივედით, ალენა სკრივანკოვა მოჭრილი თითებით ხელში მიწაზე იჯდა“, – განაცხადა სამართალდამცავმა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი დანაშაული არასოდეს დაფიქსირებულა. 10 წლის გოგონა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უცნობია, რამდენი თითი დაკარგა გოგნამ, ასევე უცნობია სასჯელის რა ზომა ელის მცირეწლოვან დამნაშავეს.

“ნიუპოსტი”

loading…

პოპულარული

“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ორსული მეგან მარკლის „უხერხულად შიშველი“ ფოტოები - ჰერცოგიანიამ სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
"ფრთხილად!!! "ლურჯი ვეშაპის" მენტორები უკვე ქართულად საუბრობენ, თამაში იღებს ფართო მასშტაბებს - ყურადღება არ მოადუნოთ, ბავშვები შიშის გამო ნებდებიან"
დაწერე კომენტარი