15 წლის ბიჭმა უმცროსი დის გადასარჩენად სიცოცხლე გაწირა

„დის მცველი“ და “გმირი ბიჭუნა“ – ასე მოიხსენიებენ 15 წლის კაილერ ედმენს, რომელმაც უმცროსი და სიკვდილს გადაარჩინა. ფლორიდის შტატში მცხოვრები და-ძმა სახლში მარტო იყვნენ, როდესაც მათთან მძარცველი შეიჭრა. ინციდენტი 26 სექტემბრის საღამოს 5-ის ნახევარზე მოხდა.

5 წლის დის დასაცავად, 15 წლის კაილერი მძარცველს დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოზარდი დაიღუპა, მძარცველი კი დაშავდა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მის კვალს მიაგნეს.

პოლიციამ 27 წლის ეჭვმიტანილი დააკავა, იგი სახელად რაიან კოულია. მას ჭრილობები ხელზე აღმოაჩნდა. გარდაცვლილი მოზარდის ცხედარი კი სამართალდამცველებმა სახლში იპოვეს.

„კაილერს ყოველთვის ექნება იდეალური უფროსი ძმის სახელი. იგი ყოველთვის ზრუნავდა თავის დედმამიშვილებზე და უყვარდა ისინი,“- განაცხადეს კაილერის ოჯახის წევრებმა.

პრაიმტაიმი

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი