15 სექტემბრიდან მეტროში პიკის საათებისას მოცდის დრო 4-5 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდება

15 სექტემბრიდან მეტროში პიკის საათებისას მოცდის დრო 4-5 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდება.

ამის შესახებ განცხადება დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, გააკეთა და აღნიშნა, რომ “ამის საშუალებას უკვე განხორციელებული ცვლილებები და მოდერნიზაციის პროცესი იძლევა”.

კახა კალაძის თქმით, ასევე თბილისის მერიის გეგმაში მეტროს ახალი ვაგონების დამატება და მოდერნიზებაა.

„ტაქსების მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებიდან დედაქალაქში ბრუნდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

“მინდა, მეტროს თემას შევეხო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მგზავრი გადაყავს. ჩვენ მიმდინარე წელს დავამატეთ მეტროს ახალი შემადგენლობა, ასევე განვახორციელეთ ცალკეული ხაზების, მონაკვეთების რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადავამზადეთ მემანქანეები, ახალი ნაკადი მივიღეთ მემანქანეების, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატება და ყოველივე ამის შედეგად 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება განსაკუთრებით პიკის საათებში. თუ ადამიანებს პიკის საათებში 4-5 წუთით ლოდინი უწევდათ, შესაძლებელი იქნება, ეს დრო ამ ცვლილებებით და მოდერნიზაციით 3 წუთამდე დავიდეს. რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მიმართულება არის ის, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება გავუკეთოთ, რომ მოცდის დრო 2 წუთამდე შევამციროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულარული

Tv Formula: შაქარაშვილი უგონო მდგომარეობაში მყოფი, თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს
"კაწრო" მონაწილეობდა არა მკვლელობაში, არამედ ჩაფარცხვაში და ამას 3 წყარო ადასტურებს - ნიკა გვარამია
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
2 კვირის წინ ჩადენილი დანაშაული და მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი - დაკავებული "ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილია
"თუ წარმოვიდგენთ, რომ მაშინ რუსული ტანკები თბილისში შევიდოდნენ, პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც დღეს არის ივანიშვილის პორობებში" - ალექსანდრე დუგინი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
"ნახალოვკელი დაჯგუფების" მსხვერპლები ალაპარაკდნენ - შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებმა ერთი წლის წინ, ორი ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტეს
ქურდული სიმბოლიკა ბოლო ზარის მაისურზე - "ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა"
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი