15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. სახლი – სამსახური, სამსახური – სახლი… ყველაფერი თითქოს კარგად მიდის. ცხოვრება ზედმიწევნით დაგეგმილია, მაგრამ მაინცაა შესატანი გარკვეული ცვლილებები. შეეცადეთ ეს დღეს გააკეთოთ.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

კურო. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით, გამოძებნეთ დრო მიდიტაციისა და განწმენდითი პროცედურებისათვის. იკვებეთ მსუბუქად და უარი თქვით ალკოჰოლზე. დღეს თამამად შეგიძლიათ მკურნალობის კურსის დაწყება – პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.

ტყუპები. თქვენ შეგიძლიათ ხარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე გამოიმუშავებთ. მაგრამ ეს შემთხვევითი არაა. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ სასიამოვნო მოულოდნელობა გაქვთ წინ: ხელფასის  მატება, დიდი ხნის დავიწყებული სესხის დაბრუნება ან საინტერესო საქმიანი წინადადება. ერთი სიტყვით, შესაძლოა ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს, მხოლოდ უმოქმედოდ არ გაჩერდეთ.

კირჩხიბი. ძალიან ყურადღებით ყოფნა გმართებთ კირჩხიბებს. არსებობს ძველი დაავადების გამწვავების საშიშროება. არ ღირს ფულის გასესხება, სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. ასე, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს შეგიძლიათ ხელი გაუმართოთ, ვის სინდისიერებაშიც დარწმუნებული ხართ. კეთილი სახელის შესანარჩუნებლად შეეცადეთ არ მოახდინოთ შეოსავლის წყაროს აფიშირება. ერიდეთ ღამით მარტო სეირნობას.

ლომი. თქვენ გამუდმებით უთმობთ სხვებს. მაგრამ დღეს შეეცადეთ შეუვალი იყოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. ასევე გელოდებათ არასასიამოვნო შეხვედრები, მაგრამ მომავალში მათი შედეგები წაგადგებათ თუ ადამიანებით მანიპულირების უნარი შეგწევთ.

ქალწული. დღეს თქვენს სახეს ღიმილი არ მოსცილდება. სამსახურში შესაძლოა ზედეტმა ემოციურობამ ხელი შეგიშალოთ. გარშემომყოფთა გრძნობებს სიფრთხილით მოეპყარით – დღევანდელი დღე აღსავსეა წყენებით.

სასწორი. შეეცადეთ არ მოდუნდეთ და რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეთ ამ მდგომარეობას, რადგან დღის მეორე ნახევარში ავადმყოფობისთვის არ გეცლებათ. თქვენ საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრის სურვილი გაგიჩნდებათ.

მორიელი. ნუ შეეცდებით თქვენი და სხვისი პრობლემების ერთდროულად მოგვარებას, თორემ გადაიღლებით და დეპრესია მოგერევათ. უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ საკუთარი მიზნები თუ კარიერული წინსვლა გსურთ. ფულს გაუფრთხილდით: შესაძლოა ის მოგპარონ ან არასაჭირო ნივთებში დაგეხარჯოთ.

მშვილდოსანი. დღის პირველ ნახევარში განმარტოვდით და თვითანალიზით დაკავდით. შეირეთ ეკლესიაში. დააბრუნეთ ვალები, შეურიგდით ნაჩხუბარ ადამიანებს და მაშინვე მსუბუქად იგრძნობთ თავს, ენერგიაც დაგიბრუნდებათ. დღის მეორე ნახევარი კი უმჯობესია ხმაურიან კომპანიაში გაატაროთ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც, შესაძლებელია, რომანში გადაიზარდოს.

თხის რქა. დღეს თხის რქებისთვის ყველაზე წარმატებული დღეა. სავარაუდოდ თქვენ ყველა წამოწყებაში არნახული წარმატებების მიღწევისათვის შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მოგეცემათ. შეგიძლიათ მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. წინ მოულოდნელი, მაგრამ უდავოდ სასურველი რომანტიკული თავგადასავალი გელით.

მერწყული. ნებისმიერი ცვლილებისათვის ხელსაყრელი დღეა, როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. იყავით თამამი, შეუპოვარი და ყველაფერი გამოგივათ. ასევე კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. აიღეთ შვებულება და გაემგზავრეთ დასასვენებლად.

თევზები. მონანიების, სულიერი განწმენდისა და მკურნალობის დღეა. თუ ამ დღისთვის დიდი შენაძენი გაქვთ გეგმაში, ვარსკვლავები სხვა დღისთვის გირჩევენ მის გადადებას, რადგან გარკვეული ფინანსური დანაკარგი და მოტყუებაა მოსალოდნელი. სასარგებლო და ხელსაყრელი იქნება ფიზიკური დატვირთვა, შემოქმედებითი სამუშაო და სამოგზაუროდ წასვლა. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. კარგი დღეა ხალხური მეთოდებით მკურნალობისათვის.

loading…
გააკეთე კომენტარი!