15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. ყურადღებას ნუ მიაქცევთ წარუმატებლობებს და ტყუილად ნუ განაწყენდებით. უბრალოდ ეცადეთ როგორმე გადააგოროთ ეს დღე და მერე ყველაფერი მოგვარდება. საკუთარ ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევა კი აუცილებელია. შეიარეთ ექიმთან და გაესინჯეთ. განსაკუთრებით გაუფრთხილდით თვალებს.

კურო. პირველ რიგში თქვენთვის ახლობელ ადამიანებზე დაფიქრება გმართებთ. გადადეთ ყველაზე სასწრაფო საქმეებიც კი და შინაურებს დაუთმეთ მთელი დრო.

ტყუპები. არაჰარმონიული დღეა ნებისიერი სახის გონებრივი სამუშაოსთვის. გონების დაფანტულობა, იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილებები და პარტნიორების გამოცდილების იგნორირება კარგს არაფერს მოგიტანთ.

კირჩხიბი. თავს ძალაგამოცლილად იგრძნობთ. დღის პირველ ნახევარში ნეგატიური მოვლენებია მოსალოდნელი, რაც გარშემომყოფებთან დამოკიდებულებაში პრობლემებს გაგიჩენთ. არ ღირს სხვადასხვაგვარი შეხვედრების დაგეგმვა და კამათში მონაწილეობა მეგობრებთან ან უცხო ადამიანებთან. ვარსკვლავები გირჩევენ მიაქციოთ ყურადღება საკუთარსა და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას.

ლომი. იყავით თავშეკავებული და მშვიდი. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. შეიარეთ ექიმთან და ჩაიტარეთ გამოკვლევა. ზოგჯერ პრობლემებისგან საუკეთესო გამოსავალი უმოქმედობა და ამაყი დუმილია. განმარტოვდით სიჩუმეში და იკითხეთ წიგნი.

ქალწული. კარგი განწყობა და კრეატიული მიდგომა სწრაფად და მარტივად გადაგაწყვეტინებთ ძალიან რთულ ორგანიზატორულ საკითხებს. მაგრამ ნუ შეეპოტინებით მიუწვდომელს და ნუ ეცდებით რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას. ეს გადაღლას გამოიწვევს. მოგვიანებით რომანტიკული განწყობა დაგეუფლებათ. მოსალოდნელია ხელის თხოვნა ან დაუვიწყარი საღამო.

სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლები სერიოზული პრობლემებისთვის უნდა მოემზადოთ. მოსალოდნელია გართულებები ოჯახურ ურთიერთობებში, ასევე გამწვავება ძველი ავადმყოფობისა, რომელიც დიდი ხანია აღარ გაწუხებდათ. ნუ დააბანდებთ ფულს სხვადასხვაგვარ ფინანსურ გარიგებებში. შეეცადეთ ოჯახში თქვენი უყურადღებობის კომპენსირება შეძლოთ. ამ დღეს მჭევრმეტყველება და ინტუიცია დაგჭირდებათ. დაგეგმეთ ოჯახური დასვენება სუფთა ჰაერზე.

მორიელი. თუ ახალი საქმის დაწყება გადაწყვიტეთ, ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი დღე დაგიდგათ. ვარსკვლავები ახალი პერსპექტივების გახსნას გიწინასწარმეტყველებენ. ასევე დიდია ალბათობა პირად ცხოვრებაში მოსალოდნელი ცვლილებებისა. მატერიალური მდგომარეობა სტაბილურობას გპირდებათ.  სასიყვარულო ურთიერთობა კი ბედნიერების დაუვიწყარ წუთებს გაჩუქებთ.

მშვილდოსანი. დღეს კარგი იქნება ახალი ნაცნობობის გაჩაღება, რადგან ეს დიდ როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. წარმატებული დღეა საოჯახო-საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაწყვეტად. სახლის საქმეების შესრულებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ – არსებობს ტრავმების მიღების საშიშროება.

თხის რქა. ნურავის მოუყვებით თქვენი გეგმების შესახებ, იმოქმედეთ დამოუკიდებლად და საიდუმლოდაც კი. ამ შემთხვევაში ბედი თქვენს მხარეს იქნება. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ. დაკვირვებულობა გამოიჩინეთ საკვები პროდუქტების ხარისხზე – მოსალოდნელია ძიერი მოწამვლა. არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება.

მერწყული. ეს დღე ნეგატიურ ტენდენციებს გპირდებათ. შესაძლოა საკუთარი შეხედულებებისა და პრინციპების დაცვა მოგიხდეთ ისეთი მოვლენების ფონზე, რომლებსაც წინასწარ ვერ განსჭვრეტთ. პირად ცხოვრებაში ასევე მოსალოდნელია გაუგებრობები და კინკლაობები.

თევზები. თქვენი გეგმები იმდენად გრანდიოზულია, რომ სახლში ვერ დაეტევით. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ შორეულ მოგზაურობაში წახვალთ, რაც კარგ მოგებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში უფრო ყურადღებით იყავით გარშემომყოფთა მიმართ.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
აღაიანში 17 წლის დედამ 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა
დაწერე კომენტარი