19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
სწორი არჩევანის გაკეთებისა და თქვენი სიმტკიცის გამოცდის დღეა, ამიტომ ეცადეთ, მომხდარის არსს ბოლომდე ჩასწვდეთ. დროებით სისუსტეებს ღირსეულად უნდა ძლიოთ. ეცადეთ, კარგი ფიზიკური ფორმა შეინარჩუნოთ და აუცილებლად გამოგივათ.

 

კურო
დახმარებას მათგან მიიღებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით. შესაძლოა, იმ ადამიანებს შეურიგდეთ, ვისთანაც დიდი ხანია კონფლიქტი გაქვთ. ადამიანი, ვისაც თავის დროზე ავნეთ, მშველელად მოგევლინებათ. ეს პატიება საკუთარი შეცდომების აღიარებასა და წყენის დავიწყებაში უნდა დაგეხმაროთ.

 

ტყუპები
შესაძლოა, უფროსობასთან კარგი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ და კოლეგების თვალში თქვენი ავტორიტეტი გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რას აკეთებთ, თქვენი საქმე ენთუზიაზმით უნდა აკეთოთ.

 

კირჩხიბი
გამორიცხული არაა, რომ თითქმის დასრულებულ პროექტში შეცდომები და შეუსაბამობა აღმოაჩინოთ. ეცადეთ, ყველა დაუსრულებელი პროექტი დროულად დაასრულოთ. ამ დღეს შეიძლება გარშემომყოფთა იმედი გქონდეთ.

 

ლომი
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გეკამათებათ და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს, ამ დღეს სხვების აზრი ნაკლებად გაინტერესებთ. შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. განსაკუთრებული ყურადღება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის მიმართ უნდა გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთდღიანი შიმშილი და სუფთა ჰაერი მშვენიერი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.

 

ქალწული
ამ დღეს ვარსკვლავები სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ თქვენს ანალიტიკურ ინტერესს წაახალისებენ. დახმარებას მათგან მიიღებთ, ვისგანაც არ ელოდით. გახსოვდეთ, რომ საქმეში თავით ჩაფლულმა პერიოდულად თავი უნდა აწიოთ, რომ ჰაერი ჩაისუნთქოთ. ზოგჯერ, სიტუაცია გვერდიდან უნდა შეაფასოთ.

 

სასწორი
ამ დღეს ძალებისა და ენერგიის თანაბრად გადანაწილებას შეძლებთ, რაც წარმატებას მოგიტანთ. ეს დღე შესანიშნავია საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და ანგარიშების დასაბრუნებლადაც. სასურველია, უარი თქვათ მავნე ჩვევაზე. კეთილი განწყობა და დიპლომატიური მიდგომა თქვენთვის ეფექტური აღმოჩნდება.

 

მორიელი
ამ დღეს შესაძლოა, იმედები გაგიცრუვდეთ, რაც თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება. შეეცადეთ, თქვენი ყველა საქმე გაასაჯაროოთ, რათა ტყუილის მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ავანტიურულ წინადადებებს არ დასთანხმდეთ.

 

მშვილდოსანი
შესაძლოა, გარშემომყოფების მსუბუქმა განწყობამ და ბოროტმა ხუმრობამ თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ფინანსურ სფეროში წარმატებული დღე გელოდებათ, რა თქმა უნდა, თუკი ძალიან აქტიურად არ დახარჯავთ თანხებს საკუთარი სიამოვნებისთვის.

 

თხის რქა
ამ დღეს პროფესიონალური თვალსაზრისით წარმატება გელოდებათ. ხელმძღვანელის კარიერას შესანიშნავად გაუძღვებით. იღბალი თქვენს მხარეს იქნება, თუკი საკუთარ საქმეს გულს დაუდებთ. თუკი ნიჭიერი ხართ და წარმატებული კარიერა გსურთ, ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ. სასურველია, რჩევები იმ ადამიანებისგან მიიღოთ, ვინც თქვენს დახმარებას შეძლებს.

 

მერწყული
ნელ-ნელა მიიწევთ დასახული მიზნისკენ და სასურველ შედეგს სულ მალე მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიური საქმიანობით დაკავდეთ, მაგალითად, ჟურნალისტიკით, ლიტერატურული საქმიანობით ან თუნდაც, საკუთარი ბიზნესით.

 

თევზები
ამ დღეს ყველას მიმართ კეთილად და მეგობრულად განეწყობით. დღის ბოლოს კმაყოფილების შეგრძნება დაგეუფლებათ. თუკი სუბიექტურ კონტაქტებს სხვა ადამიანებთან გააძლიერებთ, ემოციური ან სულიერი მდგომარეობის გაზიარებას ისწავლით.

დაწერე კომენტარი