“ტვ პირველის” ეთერში ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, 2020-ის არჩევნებზე “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის შესახებ ” ერთიანი ნაციონალური მოძრაბის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება.

მელიას, ტქმით “ოცნება” ხავსს ეჭიდება და ბუნებაში აღარ არსებობს დაპირება, რომელსაც გასცემს მოსახლეობაზე.


“ქართული ოცნება ხავსს ეჭიდება, რაღა უნდა დაპირდეს ხალხს, აღარ არსებობს ბუნებაში დაპირებაც კი რომელის შეიძლება გაიცეს წინასაარჩევნო კამპანიისას, იმიტომ რომ ყველაფერი დაპირდნენ ამ 7 წელიწადში და ვერაფერი გააკეთეს. ცას გავკერავო ხომ არ იტყვიან.

ხელისუფლებაში მოსვლისას ამბობდნენ, რომ ჰუმანურები ვართ და ხელი არ აგვიწევია ქართველ მოსახლეობაზე-ო რა გააკეთეს 20 ივნისს ყველამ ნახა. საუბრობენ, რომ აუცილებლად სამართლიან სასამართლოს ჩამოვაყალიბებთ, მაგრამ ვერ გააკეთეს” – აცხადებს ნიკა მელია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას ახლა მხოლოდ აგისტოს ომზე საუბრობს და ამაში საქართველოს ადანაშაულებს.

“მე ვურჩევ ოცნებას, რომ ხელი აიღოს ამ სისულელეზე, ეს სცდება პოლიტიკური ოპონირების საკითხს. ეს არის ღალატი” – ამბობს მელია.

მისივე განცხადებით, არჩევნებში საკითხი იქნება არა “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, არამედ ეს იქნება არჩევანი პუტინსა და დასავლეთს შორის.

“საკითხი იქნება არა “ნაციონალურ მოძრაობას” და ” ოცნებას” შორის საკითხი იქნება ისტორიის სწორ მხარეს თუ ისტორიის არასწორ მხარეს ყოფნაზე. ცივილიზაციისკენ სვლა თუ განუვითარებლობისკენ სვლა, პუტინის ფედერაციისკენ სვლა თუ დასავლეთისკენ, განვითარებული ქვეყნებისკენ სვლა. ეს არჩევანი გვექნება” – ამბოს პოლიტიკოსი.

ნიკა მელიამ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობი” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის “ქართულ ოცნებასთან” შეაძლო თანამშრომლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბურჯანაძემ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ის სიამოვნებით შევა “ოცნებასთან” კოალიციაში.

“ბურჯანაძემ პრაქტიკულად დაადასტურა პირდაპირ ეთერში, რომ იგი სიამოვნებით იქნება ქართულ ოცნებასთან კოალიციაში. დაადასტურა, ეს. ვნახოთ არჩევნებს როგორ ჩაატარებს. რა გააკეტა წინა არჩევნებზე 2018 ში ან სხვა არჩევნებზე. აუდაბნოებს პოლიტიკურ ველს” – განაცხადა ნიკა მელიამ.



პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი