9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ხვალ ოჯახთან ერთად რაღაც ღონისძიებაზე წახვალთ, სადაც ეცდებით, საზოგადოების ყურადღება მიიპყროთ და „პუბლიკაზე იმუშაოთ“, თუმცა ამას მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხებთ. ღონისძიებაზე შეკრებილ ადამიანებს თქვენი უჩვეულო სამოსი მოხიბლავთ, მაგრამ შემდეგ მათ ინტერესს სხვა, ძალიან შეუმჩნეველი და მოკრძალებული ადამიანი დაიმსახურებს, რომელსაც თავშესაქცევი ამბებისა და ანეკდოტების მოყოლა ეხერხება.

კურო
კუროებო, ბედს ნუ ემდურით და მის უსამართლობაზე ნუ წუწუნებთ. უსარგებლო ისტერიკის ნაცვლად, ეცადეთ, გაარკვიოთ, რატომ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში პრობლემა. არის თუ არა ამაში თქვენი ბრალეულობა და როგორ უნდა გათავისუფლდეთ უსიამოვნებებისგან? თუ ხვდებით, რომ ბედნიერებისთვის ცხოვრების რადიკალური რეფორმა გჭირდებათ, თამამად იმოქმედეთ და მიჩვეული „კომფორტის ზონიდან“ გამოსვლის ნუ შეგეშინდებათ.

ტყუპები
ამ დღეს ოჯახური დასვენების თემაზე კრეატიული იდეებით სავსე ხართ, თუმცა თქვენი იდეებით ოჯახის ყველა წევრს ვერ მოხიბლავთ. ზოგიერთი კი მათ სრულ სიგიჟედ ჩათვლის. ამ ვითარებაში მხოლოდ ორი გამოსავალი გაქვთ: საკუთარ იდეაზე უარი არ თქვათ და დასასვენებლად მარტო გაემგზავროთ ან ოჯახის დანარჩენი წევრების ვარიანტებიც მოისმინოთ. შეიძლება, მათში ბევრი საინტერესო აღმოაჩინოთ.

კირჩხიბი
ამ დღეს ტყუილად ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანის გაგებას. თუ უცნაურობები ადრეც ახასიათებდა, მისი დღევანდელი ქცევა ამ მიდრეკილების მორიგი გამძაფრებაა. მიეცით უფლება, „იფრინოს“, თუ ეს მის ჯანმრთელობას და თქვენს ურთიერთობას არ დააზარალებს. სანამ თქვენი პარტნიორი თავის სტიქიაშია, იმ საქმეებით დაკავდით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად და საინტერესოდ მიგაჩნიათ.

ლომი
ლომებო, აუცილებელი არ არის ყველგან და ყოველთვის თქვენი „მეფურობის“ აფიშირება.  დიალოგი გაცილებით მსუბუქი და სასიამოვნო იქნება, თუ მოსაუბრეს თქვენს თანასწორად აღიქვამთ. თუ ამპარტავნობას ვერ მოერიეთ, სცადეთ, ეს ხუმრობაში გაატაროთ და თანამოსაუბრე კომპლიმენტებით აავსოთ.

ქალწული
შაბათი არც განსაკუთრებულ სიხარულს მოგიტანთ და არც იმედგაცრუებას. ამ დღეს უმეტესად ოჯახურ საქმეებში გაატარებთ და მხოლოდ საღამოს შეძლებთ მეორე ნახევართან მარტო დარჩენას. მშვიდად უყურებთ საყვარელ ტელეპროექტს, გაცვლით შთაბეჭდილებებს და რამე, უფრო სასიამოვნო საქმეებით დაკავდებით.

სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, მეგობრებთან ტაქტიკური იყოთ. თუკი ცხოვრებაში რომელიმე საერთო პროექტის განხორციელება გსურთ, იცოდეთ, ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად ბევრი შრომა მოგიწევთ. მართალი იქნებით, თუკი გუნდის ლიდერობაზე უარს იტყვით. ეს პროექტი იმდენად დიდ დროს წაიღებს, რომ შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის დრო არ დაგრჩეთ, თუმცა, თქვენი რჩეული ამ საკითხს გაგებით მიუდგება.

მორიელი
ამ დღეს რთული საკითხის გადაჭრა მოგიწევთ, რომელიც ფინანსურ სფეროს უკავშირდება. შეეცდებით, რომელიმე სასარგებლო ნივთის შესაძენად სხვადასხვა გზები მოიძიოთ. შესაძლოა, მდიდარ ნათესავსაც ესტუმროთ დახმარების თხოვნით. ის აუცილებლად დაგაფინანსებთ და თქვენ მადლობას გადაუხდით. თქვენი შენაძენი ოჯახის წევრებსაც გააბედნიერებთ და წინ მხიარული საღამო გელოდებათ.

მშვილდოსანი
შესაძლოა არცთუ ისე სასიამოვნო შაბათი გქონდეთ. დილას მარცხენა ფეხზე ადგებით და თქვენი გაუგებარი გაღიზიანება ახლო ნათესავებთან უსასრულო კამათის მიზეზი გახდება. შექმნილი სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს – შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოისწოროთ ხასიათი. თუკი ამისთვის მარტოობა დაგჭირდებათ, გაისეირნეთ ქუჩაში და მოაწესრიგეთ საკუთარი ფიქრები.

თხის რქა
თხის რქებს საკმაოდ რომანტიკული შაბათი ელოდებათ. თუკი რამდენიმე დღის წინ სასიყვარულო რომანი დაიწყეთ, თქვენი პარტნიორი გაგაოცებთ თავისი „რომანტიზმით“ ან რაიმე ღირებულ საჩუქარს გადმოგცემთ. თუკი თქვენი სასიყვარულო კავშირი უკვე დიდი ხანია გრძელდება, დაელოდეთ მეორე ნახევრისგან მორიგ სიურპრიზს. ის სასიამოვნო სიახლესაც გამცნობთ, რომელიც ფინანსურ სფეროს უკავშირდება (მაგალითად, გაიგებთ, რომ თქვენი პარტნიორი მოულოდნელად გამდიდრდა და შეგიძლიათ, საკუთარი თავი არაფერში შეზღუდოთ).

მერწყული
მერწყულებს საკმაოდ პასიური კვირა ელოდებათ. ძალიან ბევრს იძინებთ, თუმცა, გამოძინებულს მაინც დაგეზარებათ საოჯახო საქმეების შესრულება. ამ დამღლელი საქმიანობის ნაცვლად საყვარელი ჰობით დაკავდებით ან ტელევიზორში, რომელიმე პროექტის ყურებას გადაწყვეტთ. საღამო საკმაოდ მხიარული გელოდებათ. შეუვლით მეგობარს და მოულოდნელად წვეულებაზე აღმოჩნდებით, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდება და ძალიან მხიარულად ჩაივლის.

თევზები
თევზებო, ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ მეორე ნახევრის მიმართ აგრესიის გამოხატვას. ნუ გავიწყდებათ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, შესაბამისად, თქვენს მეორე ნახევარს შეცდომების დაშვების სრული უფლება აქვს. მიუდექით მის შეცდომებს ფილოსოფიურად და პრობლემებიც ნაკლებად შეგექმნებათ.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი