21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი. ეს ძალიან ნეგატიური დღე იქნება ვერძებისთვის. პროფესიულ საქმიანობაში გარკვეული ცვლილებები გელით. ნერვოზულობა და უკმაყოფილების შეგრძნება გაგყვებათ მთელი დღის განმავლობაში. ეცადეთ გზაზე სიფრთხილე გამოიჩინოთ. არსებობს ავარიებისა და სხვადასხვა სახის ტრავმების მიღების საშიშროება. უმჯობესია ეს დღე სახლში, ოჯახურ წრეში გაატაროთ.

კურო. რეკომენდირებული არ არის საკუთარ თავზე აიღოთ ის, რაშიც ვერ ერკვევით. კონკურენტებთანაც სიფრთხილე გმართებთ. მათ თქვენი ლიკვიდაციის მზაკვრული გეგმა აქვთ მოფიქრებული. სპორტსა და მგვზავრობის დროს ტრავმების მიღების ალბათობაც არსებობს. ამიტომ უმჯობესია ფეხი იაროთ და არ ჯანმრთელობა სასწორზე არ დადოთ. ასევე უარი თქვით აზარტულ თამაშებზეც.

ტყუპები. დასრულდა ცხოვრების კარგი პერიოდი და დაიწყო ცუდი. ზოგჯერ ხდება ხოლმე ასე. მოთმინება მოიკრიბეთ და ნეგატიური აზრები თავიდან მოიშორეთ. თქვენ, შესაძლოა, წნევებმა და გულმა შეგაწუხოთ. იყავით ზომიერი კვებისა და ალკოჰოლის მიღებისას. ერიდეთ ხმაურიან შეკრებებსა და რომანტიკულ შეხვედრებს. სექსი გეკრძალებათ.

კირჩხიბი. ეს დღე ოპტიმალურია კარგი გამოძინებისა და საშინაო ვალდებულებების აუჩქარებლად შესრულებისათვის.

ლომი. თუ წარმატების მიღწევა გინდათ, აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქცევები, კეთილსინდისიერად იშრომეთ და ნუ დაარღვევთ დაპირებებს. საღამოსთვის რაიმე სასიამოვნო და ამავდროულად შემეცნებითი დაგეგმეთ.

ქალწული. “გენიალური” იდეები და აზრები ეწვევათ დღეს ქალწულებს. ყოველი მოსაზრება ფურცელზე დააფიქსირეთ და ჩაუღრმავდით. დღეს ნამდვილ სიმართლეს მოისმენთ. კარგად მოიფიქრეთ თქვენი შემდეგი ნაბიჯები. გაუკეთეთ საყვარელ ადამიანს საჩუქარი. ამით მას ძალიან გაახარებთ.

სასწორი. დღევანდელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით: გააკეთეთ რისი გაკეთებაც გსურთ, ან რის უფლებასაც დიდი ხნის მანძილზე ვერ აძლევდით საკუთარ თავს. შეიარეთ სილამაზის სალონში, მოაწყვეთ საყიდლების დღე, წადით კინოში, თეატრში, კონცერტზე… მთავარია არ დაჯდეთ მარტო სახლში. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპრესია მოგერევათ და მისგან თავის დაღწევა ძალიან გაგიჭირდებათ.

მორიელი. ვარსკვლავები კეთილგანწყობილნი იქნებიან თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის და ამით უნდა ისარგებლოთ. დღეს წარმოშობილი ყოველი პრობლემისათვის გონივრული გადაწყვეტა უნდა მოიფიქროთ. თქვენი გეგმაზომიერი მოქმედება პატარა, მაგრამ ძალიან პერსპექტიულ ცვლილებებს მოგიტანთ ცხოვრებაში.

მშვილდოსანი. შენარჩუნდება დაძაბულობა ფინანსებთან დაკავშირებით, ასევე თანამშრომლებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში. თქვენ ცუდი განწყობა შეგიპყრობთ. ან როგორ იხალისებთ, როცა არც სამსახურში გაფასებენ და არც სახლში.

თხის რქა. დღევანდელი ჰოროსკოპი მოსაწყენ დღეს გიქადით, როცა ქუჩაში გასვლაც კი არ გინდათ. მაგრამ საჭიროა! რადგან ამ დღეს ბედისგან მოგზავნილ ადამიანთან შეხვედრა გელით. თუ უკვე აღარ გჯერათ წრფელი სიყვარულის?! – მაშინ იჯექით მოწყენილი ოთხ კედელში! საყოფაცხოვრებო საკითხები ნათესავების მონაწილოების გარეშე არ მოგვარდება და დიდ ხარჯებსაც მოითხოვს.

მერწყული. ცხოვრებაში დიდი ცვლილებები დაგატყდებათ თავს. თქვენ ორჯერ მეტს შეიძენთ ვიდრე გაქვთ და ამასთან, არაფერს დაკარგავთ.

თევზები. ამ დღეს შეიძლება ზოგიერთ ფასეულობათა გადაფასება მოგიხდეთ და ეს თქვენს იმიჯსა და ქცევის მანერებზე აისახება. თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ საყვარელ ადამიანებს და ამისგან კიდევ უფრო უკეთ იგრძნობთ თავს.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი