14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ, ასე რომ უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ. თამამად შეგიძლიათ მიხედოთ დაგროვებულ საქმეებს.
კარიერა: არც კი იფიქროთ თქვენი მოვალეობის კოლეგებისთვის გადაბარება. მათ მსგავს სიტუაციებში ბევრჯერ გადაურჩენიხართ, თუმცა ხვალ დიდი შანსია, დახმარების თხოვნაზე უარი მიიღოთ. გაანაწილეთ სწორად თქვენი დრო და ენერგია და ყველაფერი კარგად იქნება.
სიყვარული: უთხარით მადლობა თქვენს საყვარელ ადამიანს. რისთვის? ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. თუნდაც იმისთვის, რომ არსებობს და თქვენს გვერდითაა. მთავარია, თქვენი გულწრფელი აღიარებით გაახაროთ.

 

კურო
ჯანმრთელობა: ხვალ მოულოდნელად გაგებულმა ახალმა ამბავმა შესაძლოა, თქვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. მთავარია, სწორად გამოიყენოთ ეს ინფორმაცია.
კარიერა: კოლეგებს შორის გამართული დებატების ეპიცენტრში აღმოჩნდებით. არ არის აუცილებელი, რომელიმე მხარეს წარმოადგენდეთ. თქვენი დიპლომატიური ნიჭი აცუილებლად გამოგადგებათ. შეძლებთ, ისე მოაგვაროთ საქმე, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს, მათ შორის, თქვენც.
სიყვარული: ხვალ ნადმვილად არ მოიწყენთ. ამის გარანტიას ვარსკვლავები გაძლევენ. თქვენი მეორე ნახევარი ისე გაგიხალისებთ დღეს, რომ დაძაბულობას საერთოდ დაგავიწყებთ და სიმშვიდისა და სიმყუდროვის მორევში ერთად ჩაიძირებით.

 

ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ ჩვეულებრივზე ოდნავ მეტი კალციუმი დასჭირდება თქვენს ორგანიზმს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღე ხაჭო უნდა მიირთვათ, თუმცა ხვალინდელ რაციონში ჩვეულებრივზე დიდი დოზით უნდა ჩართოთ.
კარიერა: შეუძლებელია, თქვენი მონდომება ხელმძღვანელობამ ვერ შენიშნოს. მთავარია, თქვენი ძალების დემონსტრირება მოახდინოთ და ყველას დაანახოთ, რომ შექების ღირსი ხართ.
სიყვარული: ხვალ ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბედი გაგიღიმებთ და თქვენი თითოეული სურვილის ასრულებას შეძლებთ.

 

კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი კვების რაციონში აუცილებლად შედიოდეს თუთია და მაგნიუმი. თქვენს ორგანიზმს ეს ძალიან სჭირდება. ნუ იტყვით უარს ზღვის პროდუქტებზე.
კარიერა: ხვალ კარგი დღეა მნიშვნელოვანი მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად. გაგიჭირდებათ სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა, თუმცა სხვა გზა არ გექნებათ. აუცილებლად უნდა იმოქმედოთ ახლა, რადგან უახლოეს მომავალში მსგავსი უნიკალური შანსი აღარ გექნებათ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი თანადგომა დასჭირდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. ნუ ეტყვით უარს დახმარებაზე, იყავით მის გვერდით და ერთად მიდით გონივრულ დასკვნებამდე.

 

ლომი
ჯანმრთელობა: ყურადღებით იყავით კომპიუტერთან მუშაობის დროს. დროდადრო დაასვენეთ თვალები. დაეკითხეთ ექიმს. ის გირჩევთ სპეციალურ სავარჯიშოებს თვალებისათვის.
კარიერა: ერთი ხელის მოსმით პრობლემებს ვერ მოაგვარებთ. უკეთესი იქნება, თუ სხვა ტაქტიკას შეიმუშავებთ. უფრო კონკრეტულად კი, აღიჭურვეთ მოთმინებით და დაიცადეთ, სანამ სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
სიყვარული: ლომები ხვალ მჭევრმეტყველებით იბრწყინებენ, რაც მათ ისეთი აურის შექმნაში დაეხმარებათ, რომლითაც ნებისმიერის კეთილგანწყობას მოიპოვებენ. ასე რომ, ხვალ თქვენი დღეა!

 

ქალწული
ჯანმრთელობა: სპორტის სხვადასხვა სახეობებით გატაცებას ხვალ ვარსკვლავები არ გირჩევენ. კუნთების განსაკუთრებული დატვირთვა თქვენს ჯანმრთელობაზე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს.
კარიერა: თავადაც გაგიკვირდებათ, იმდენი ახალი იდეა დაგებადებათ. იდეების ასეთი მოზღვავება დიდი ხანია, არ გქონიათ, ასე რომ, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
სიყვარული: ძალიანაც რომ გინდოდეთ, დღეს პირადი ცხოვრების პროლემებს თავს ვერ აარიდებთ. მოქმედების დროა!

 

სასწორი
ჯანმრთელობა: თავი შეიკავეთ მძიმე საკვების მიღებისაგან. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. თუმცა სრულფასოვან სადილზე უარის თქმა გამოსავალი არ არის. ასე, უბრალოდ, ძალები არ გეყოფათ.
კარიერა: რაც უფრო მალე აიყვანთ თავს ხელში, მით მალე მიაღწევთ წარმატებას, ჯილდოდ კი ზღაპრული დასვენება გელით. თქვენსავე ინტერესებშია, ადრე დაიწყოთ მუშაობა, რათა ადრევე დაასრულოთ.
სიყვარული: გადაწყვეტილებების მიღებისას სრულიად დამოუკიდებელი იქნებით. თქვენი საყვარელი ადამიანიც კი არ აღმოჩნდება თქვენთვის ავტორიტეტი. თქვენმა ასეთმა უყურადღებობამ, შესაძლოა, გული ძალიან ატკინოს. ასე რომ, უმჯობესი იქნება, მოაჩვენოთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის არგუმენტებსაც ითვალისწინებთ.

 

მორიელი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმხნევე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ორგანიზმს გაუჭირდება უეცრად თავმოყრილი უამრავი სამუშაოს შესრულება.
კარიერა: ორგანიზაციული საკითხების რეგულირებაში ბადალი არ გეყოლებათ. ამას თქვენი ხელმძღვანელობა აუცილებლად შენიშნავს. მზად იყავით პროფესიულ ასპარეზზე წარმატებისთვის.
სიყვარული: ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. დროა, თქვენს საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ. ეს დავალება ადვილი შესასრულებელი არ იქნება, თუმცა შედეგები სრულიად თქვენზეა დამოკიდებული, გახსოვდეთ!

 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ვარკვლავები გირჩევენ, თვალებს მოუფრთხილდეთ. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით კოსმეტიკურ საშუალებებზე… ტელევიზორის ეკრანთანაც ნუ გაატარებთ მთელ დღეს.
კარიერა: მზად ხართ, წარმატების მისაღწევად მსხვერპლი გაიღოთ? დღეს მოგიწევთ, გადაწყვიტოთ: ან უკვე არჩეული გზა გააგრძელოთ, ან შანსი გამოიყენოთ და წარმატებისთვის გარისკოთ. ამის გადაწყვეტაში ვერავინ დაგეხმარებათ. არჩევანი თქვენ გეკუთვნით.
სიყვარული: წარმოუდგენელი ეჭვები შეგიპყრობთ. იფიქრებთ, რომ გადაგიყვარეს, რომ ქვეყნად აღარ არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენი სულის ყველა მოძრაობას იგრძნობს, რომ… ამოიგდეთ თავიდან მსგავსი უაზრო ფიქრები!

 

თხის რქა
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მხრივ რაიმე კარდინალური ცვლილებები არ გელით – არც უკეთესობისკენ, არ უარესობისკენ.
კარიერა: არ არის გამორიცხული, ერთი მეტად მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვათ. თუ ამის გამო უფროსი შენიშვნას მოგცემთ, თავის მართლებას ნუ მოჰყვებით. უბრალოდ, ჰკითხეთ, რით შეგიძლიათ გამოასწოროთ სიტუაცია.
სიყვარული: დაურეკეთ თქვენს საყვარელ ადამიანს, მოიკითხეთ და კიდევ ერთხელ შეახსენეთ თქვენი გრძნობების შესახებ. არ არის საჭირო, დღეში 125-ჯერ ერთი და იმავეს გამეორება, თუმცა ერთი-ორი ზარით არაფერი დაშავდება, პირიქით, ამით საყვარელი ადამიანის თვალში ამაღლდებით.

 

მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ წნევას უნდა მიაქციოთ ყურადღება. როგორც კი ნორმიდან გადაუხვევს, შეწყვიტეთ ყოველგვარი სამუშაო და დაისვენეთ!
კარიერა: კარგი დღეა პროფესიული უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ჩაეწერეთ რაიმე ტრენინგზე, მიიღეთ მონაწილეობა თემატურ კონფერენციაში, წაიკითხეთ წიგნი…
სიყვარული: თქვენი სურვილები თქვენს საყვარელ ადამიანს არაგონივრულად მოეჩვენება. თქვენი ამოცანაა, აუხსნათ მათი ღრმა აზრი და მიზანი. ეს სიტუაციას აუცილებლად დაალაგებს.

 

თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, მიირთვათ ბევრი სტაფილო ან დალიოთ სტაფილოს წვენი. რაც შეეხება უკუჩვენებას – შესაძლოა, უცაბედად ტანსაცმელი დაისვაროთ.
კარიერა: პროფესიული წარმატებისკენ მიმავალი ახალი გზა უნდა აირჩიოთ, ახალი მიზნები დაისახოთ. დაფიქრდით და მაშინვე გააცნობიერებთ, როგორ შეიცვლება ცხოვრებისადმი თქვენი დამოკიდებულება, რომელიც ბოლო დროს ზედმეტად პესიმისტურია…
სიყვარული: გეჩვენებათ რომ თქვენს თხოვნას, თქვენს ცრემლებს შედეგი არ აქვთ? ისტერიკაც ვერაფერში გეხმარებათ. გახსოვდეთ, ჩურჩული ხშირად ხმამაღალ სიტყვაზე უკეთ ისმის. ასე რომ, კარგი იქნება, თუ თქვენს სურვილებს მშვიდად გაუზიარებთ საყვარელ ადამიანს.

loading…

პოპულარული

"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი