14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი

სასიკეთო, ენერგეტიკულად ძლიერი დღეა, ყოველგვარ დაბრკოლებას წარმატებით გადალახავთ. ცოტა მეტი დიპლომატია და ნებისმიერ საკითხს საუკეთესოდ მოაგვარებთ.

კურო

ყურადღებით მოუსმინეთ ახლობლებსა და კოლეგებს, ეცადეთ ობიექტურად გაიგოთ მათი ნათქვამი და შესაბამისად იმოქმედეთ.

ტყუპები

შესაძლოა გარკვეული პრობლემის გამო არჩევანის წინაშე დადგეთ, ამ სიტუაციაში ნაკლებად მიჰყევით ინტუიციას, ენდეთ მხოლოდ ლოგიკურ სვლებსა და დაგროვილ გამოცდილებას.

კირჩხიბი

იდეების მრავალფეროვნებაა. ყურადღება გაამახვილეთ სპონტანურ, შემთხვევით გაგონილ ვარიანტებზე, ამ ეტაპზე სწორედ ასეთი პროექტები თუ მიზნები გაამართლებს და მეტად საინტერესოდ წარიმართება.

ლომი

სასურველია დღეს თქვენი ფსიქოლოგიური ცოდნა და უნარები გამოიყენოთ. ხანდახან უფრო მომგებიანია გაჩუმება, მოიგეთ დრო, რაგან შემდეგ თქვენი აქტიური ქმედებით მიზანს ზუსტად 10-იანში მოარტყავთ!

ქალწული

იზრდება თქვენი სასიცოცხლო ძალები, მიმართეთ ისინი საჭირო მიმართულებით, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი ნებისმიერ საქმიანობაში. ივარჯიშეთ, იზრუნეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაზე.

სასწორი

შესაძლოა შემოთავაზებულ წინადადებაში რაღაც საეჭვო იმალებოდეს, ამიტომ დაკვირვებით გაეცანით თითოეულ საკითხსა და საბუთს, გაიაზრეთ იდეის არსი, რადგან მომავალში პრობლემას არ გადააწყდეთ.

მორიელი

მართალია ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით, მაგრამ უსაზღვრო არაფერია ამ ქვეყნად. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს და იზრუნეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე.

მშვილდოსანი

ნუ ჩაერთვებით პოლიტიკურ თუ რელიგიურ საკითხებში, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ზემდგომი ადამიანების ან ზოგადად გარშემომყოფთა პროვოცირებაში, დაიცავით ნეიტრალური პოზიცია.

თხის რქა

ნუ გაექცევით ურთიერთობაში მეტი სიცხადის შეტანას, შესაძლოა მოულოდნელად მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყოთ ან ნათელი მოეფინოს თქვენთვის მეტად საჭირო თემას.

მერწყული

იმოქმედეთ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით და ძირითად გეგმასთან ერთად ყოველთვის განიხილეთ სხვადასხვა სიტუაციები, მოახდინეთ გეგმების კორექტირება სიტუაციის შესაბამისად.

თევზები

ნუ იქნებით უმოქმედოდ, იზრუნეთ საკუთარი პოზიციების განმტკიცებაზე ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. გადადით აქტიურ მოქმედებაზე და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

დაწერე კომენტარი