13 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე – მძიმე ფსიქიკური აშლილობის გამო, მკვლელობაში ბრალდებული ბიძის დაკითხვა ვერ ხერხდება

ბავშვი

სასტიკი მკვლელობა ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე – ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცი რუსთავის ფსიქიკური მედიცინის ცენტრში პროკურორებს ელოდება. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული რამდენიმე საათში გაიგებს რა დაადგინეს გამომძიებლებმა. მძიმე ფსიქიკური აშლილობის გამო, პოლიციამ დაკავებულის გამოკითხვა ამ დრომდე ვერ მოახერხა, ამიტომ უცნობია აცნობიერებს თუ არა ბიძა, იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც ცივი იარაღით ჩაიდინა. დაკავებული ამ დროისთვის მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

13 წლის მოზარდს უკვე წლებია მკვლელობაში ბრალდებული ბიძა ზრდის. ბავშვის მამა სამუშაოდ პოლონეთში იმყოფებოდა და ის საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა. დატრიალებულ ტრაგედიაზე ოჯახს ლაპარაკი არ უნდა და გამოძიების დასრულებას ელოდებიან. ოჯახს აინტერესებს შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება.

მძიმე დანაშაულში ბრალდებული მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს თუმცა საწოლი ადგილების არარსებობის გამო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს.  ნარკოლოგიურმა კლინიკამ კი  თანხის წინასწარ გადახდა მოითხოვა და პაციენტი უკან გააბრუნა. სახლში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში კი მან ჯერ მამა სცემა, შემდეგ კი ძმისშვილი მოკლა.

კლინიკა ბრალდებებს უარყოფს და განმარტავენ, რომ სტაციონარში დარჩენის წინააღმდეგი თავად პაციენტი იყო.

მოწმეთა დაკითხვების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ 13 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეში ბიძის გარდა, კიდევ სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს. ოჯახი სავარაუდოდ სამართლებრივ ბრძოლას გააგძელებს.

პოპულარული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
"კაწრო" მონაწილეობდა არა მკვლელობაში, არამედ ჩაფარცხვაში და ამას 3 წყარო ადასტურებს - ნიკა გვარამია
დაწერე კომენტარი