13 მაისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი

წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან – მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.
წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. იუდეველებს ძალა არ შესწევდათ წინ აღდგომოდნენ მოციქულის სიტყვებს და ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი – მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმიდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა წმიდა მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გაგზავნა, მაგრამ მან ირწმუნა ქრისტე. შემდეგ თვით ჰერმოგენიც დარწმუნდა ღვთის ყოვლისშემძლეობაში, დაწვა ჯადოქრული წიგნები, ნათელ-იღო და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად იქცა.

ურწმუნო იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას (40-44) ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა. წმიდა იაკობმა მშვიდად მოისმინა სასიკვდილო განაჩენი და განაგრძო ქრისტეს სჯულის ქადაგება. ერთ-ერთი დამსმენი, სახელად იოსია, გაოცდა მოციქულის ვაჟკაცობით და ირწმუნა ქრისტე-მესიის განკაცება. როცა წმიდა იაკობი სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს, იოსია ფეხებში ჩაუვარდა მოციქულს, მოინანია თავისი ცოდვა და მიტევება ითხოვა. წმიდა იაკობმა გულში ჩაიხუტა აღმსარებელი, აკოცა და უთხრა: „მშვიდობა შენდა და მიტევება“. იოსიამ საჯაროდ აღიარა ქრისტე და წმიდა იაკობთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში 44 წელს.

წმიდა დონატ ეპისკოპოსი

წმიდა დონატ ეპისკოპოსი (+დაახლ. 387) ცხოვრობდა წმიდა კეთილმსახური მეფის თეოდოსი დიდის (379-397) დროს და იყო ქალაქ ევერიის ეპისკოპოსი. ქალაქთან ახლოს, სიროპში მოწამლული წყარო ამოდოდა. როცა ეპისკოპოსმა ამის შესახებ გაიგო, მრევლთან ერთად მივიდა და განაგდო წყაროში ჩაბუდებული საშინელი გველი. წმიდა ეპისკოპოსმა ილოცა, აკურთხა წყალი და უშიშრად დალია, ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა ადიდა უფალი. წმიდა დონატმა სხვა მრავალი სასწაულიც აღასრულა: ერთხელ თეოდოსი მეფის ასული დასნეულდა და ბოროტმა სულმა შეიპყრო. როცა წმიდა დონატი სასახლეში მივიდა, ეშმაკი განვიდა გვემულისაგან და სნეული განიკურნა. ერთ მევახშეს მეორედ უნდოდა მიეღო ვალი გარდაცვლილი მევალის ქვრივისაგან, წმიდა ეპისკოპოსმა მკვდარი აღადგინა, რათა დაემოწმებინა, რომ ვალი დაბრუნებული იყო.
წმიდა დონატ ეპისკოპოსი
წმიდა დონატი გარდაიცვალა დაახლოებით 387 წელს.

წმიდა მოწამე მაქსიმე

წმიდა მოწამე მაქსიმეს შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ქრისტეს აღმსარებლობისათვის ეწამა. მრავალგვარი ტანჯვის შემდეგ მას მუცელი გამოუფატრეს.

წმიდა მოწამე მაქსიმე

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი