13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი

გაზრდილი სასიცოცხლო პოტენციალი თქვენს შრომისმოყვარეობაზე და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარზე სასიკეთოდ აისახება. თუმცა, ვარსკვლავების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება, მცირე გაუგებრობა გამოიწვიოს. კარგი იქნება, თუ დღის განრიგს წინასწარ დაგეგმავთ.

კურო

დღის პირველ ნახევარში მცირე იმედგაცრუება გელით. მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა, რომელიც პარტნიორის ტყუილს ან გაუგებრობას უკავშირდება. გამორიცხული არ არის კონფლიქტი ნათესავებთან და ბავშვებთან, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება – სასიყვარულო ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ტყუპები

ეს დღე პლანეტების მფარველობას გპირდებათ. ეცადეთ, პიროვნული მომხიბვლელობა გამოიყენოთ – ამ დღეს ერთდროულად ბევრი საქმის მოგვარება მოგიწევთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. გახსოვდეთ, ერთმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. არაფერზე იდარდოთ, ყველა თავგადასავალი კეთილად დასრულდება. ძველი წყენა და იმედგაცრუება უკან დარჩება და ისევ ძალების მოზღვავებას იგრძნობთ. ნებისმიერ საქმეში სხვების დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ – საკუთარ თავს მხოლოდ თქვენ დაეხმარებით.

ლომი

გაზრდილი სასიცოცხლო პოტენციალი პირად ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება და თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. გამორიცხული არ არის ახალი ნაცნობობა, რომელიც ხანგრძლივ მეგობრულ ან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება.

ქალწული

შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინოთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. ახალი იდეების წყალობით მოღვაწეობის ახალ სფეროში აღმოჩნდებით. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები გელით. ეცადეთ, ბავშვებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.

სასწორი

კრიტიკული დღეა. ყურადღება გამოიჩინეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში, რომ მათი თავმოყვარეობა არ შელახოთ. მზად იყავით მეგობრებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემებისთვის. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და წინდახედულება გამოიჩინეთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება, სისუსტე იგრძნოთ.

მორიელი

ცვლილებების, განახლების და ინფორმაციის მიღების დღეა. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ კოლეგების ბიზნესწინადადებას, თუმცა ბრმად არავის ენდოთ. ინტუიცია და გამჭრიახობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება აისრულოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს იზრდება თქვენი ინტუიცია, მაგრამ თავშეკავება გმართებთ, რათა ურთიერთობამ პოზიტიური შედეგები მოიტანოს. გრძნობების გამოვლენაში ზომიერება, სიმკაცრეც კი გმართებთ – ეს მოსალოდნელ უსიამოვნებებს აგაცილებთ და საშუალებას მოგცემთ, საინტერესო ადამიანი ყურადღებით შეათვალიეროთ.

თხის რქა

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინოთ. შესაძლოა, ახალი იდეების დამსახურებით, შემოსავლის დამატებითი წყაროები გამოავლინოთ. ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

მერწყული

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია უსიამოვნო თავგადასავლები, უბედური შემთხვევები ან ავადმყოფობა. ეცადეთ, ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალოთ და მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ. თუ მანქანას მართავთ, გზაზე ფრთხილად იყავით. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან ან ნათესავთან დაკავშირებული პრობლემა.

თევზები

ქორწინებისთვის და ოჯახური ურთიერთობებისთვის კარგი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა მეგობრებმა მოგინახულონ და სასიამოვნო სიურპრიმი მოგიძღვნან. ეცადეთ, მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ და თავი არ დაკარგოთ.

loading...

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
36-37 ლარის დენი და 92 ლარამდე გაზი — ვის შეეხება მთავრობის შეღავათები
გურულ იუმორს ვერანაირი კორონა ვერ ამარცხებს - გურიაში გაგონილი ტოპ 10 ფრაზა დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით
ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება
დაწერე კომენტარი