12 წლის შვილი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, მეორე ვაჟი დაკარგულია – ყოფილი ექიმის ტრაგიკული ისტორია

ეს ერთი ქალის ტრაგიკული ისტორიაა. ყველასგან მიტოვებული 49 წლის ლელა თამარაშვილი ახლა ნახალოვკაში, ერთ-ერთი კორპუსის ნესტიან სარდაფში ცხოვრობს და დრო წარსულზე მოგონებებში გაჰყავს. არადა მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო, პროფესიით ექიმი, მერვე საავადმყოფოში მუშაობდა.

მას ცხოვრების ყველა ეტაპზე ბრძოლა უწევდა. ახლაც ვიბრძვიო, ამბობს. მაშინაც იბრძოდა, როცა მეუღლეს დაშორდა და მარტოხელა ორი შვილის დედამ საკუთარ ჭერზე ფიქრი დაიწყო. კაპიკს კაპიკზე ადებდა და ბინის ფულს ასე აგროვებდა. მერე კონიაკის დასახლებაში ოროთახიანი ბინა შეიძინა. წარმატებული ექიმი ორ ბიჭუნას ზრდიდა.

მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა. მისი უფროსი ვაჟი 12 წლის ასაკში ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. დეტალები კარგად აღარ ახსოვს, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომში თავადაც  ავტოკატასტროფაში მოჰყვა და თავზე მიღებულმა ტრავმამ წარსულიდან ბევრი რამ დაავიწყა.

მანამდე კი როგორც ახლა, მოუშუშებელ ტკივილთან ცხოვრება ისწავლა და დარჩენილი წლები მეორე ვაჟს, დათოს მიუძღვნა.

ბორჯომში ნათესავთან იყო, როცა ომი დაიწყო. გულმა ვეღარ მოუთმინა და თბილიში დაბრუნება გადაწყვიტა. 11 აგვისტოს გზაზე მათ ავტომობილს ოკუპანტების სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორი დაეჯახა და მის გარდა ყველა ადგილზე გარდაიცვალა. ოთხი თვე კომაში იყო, სიკვდილს აჯობა. მალე ინსულტიც მიიღო. მას შემდეგ მარცხენა კიდურები  პარალიზებული აქვს. ახლა გაჭირვებით გადაადგილდება თუმცა მაინც დამოუკიდებლად.  სოციალური დახმარება და პენსია, მისი ერთადერთი შემოსავალია, თუმცა იმის გამო, რომ წინასწარ საპირფარეშოს ასაშენებლად კრედიტისთვის წინასწარ პენსია გამოიტანა, კიდევ სამი წელი მხოლოდ 80 ლარი უნდა იკმაროს. უფასო სასადილოს სერვისითაც სარგებლობს, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არისო, ამბობს.

მისი ვაჟი ათი წლის წინ, უკეთესი ცხოვრების საძიებლად უკრაინაში წავიდა. თბილისში  მეუღლეს გაეყარა და იქ მეორედ დაქორწინდა. უკვე ორი წელია, დედამ ერთადერთი ვაჟის შესახებ არაფერი იცის. კონტაქტზე აღარ გამოდისო, ამბობს. „პრაიმტაიმს“ დახმარებას თხოვს  და სჯერა, თუ ცოცხალია აუცილებლად გამოეხმაურება. „ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო ბიჭო, ძალიან მჭირდები. დე, ჩემო ცხოვრების მთავარო აზრო, მენატრები და გამოჩნდი…“

ახლა მას აღარავინ ჰყავს. ერთადერთი და წლების წინ გარდაეცვალა, ახალგაზრდა დისშვილი გოგონაც მოულოდნელად სიმსივნით დაეღუპა. „ხშირად გადის დღეები, კვირებიც და თვეებიიც, როცა არავინ მკითხულობს…“

ახლა მორალური პრობლემების გარდა მატერიალურიც აქვს. მას ყველაზე მეტად მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ნივთები ესაჭიროება. იმის გამო, რომ მარცხენა ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს, სარეცხის გარეცხვას ვერ ახერხებს. მისი ოცნება სარეცხის მანქანაა, თუნდაც ნახმარი და ძველი. ქალბატონს კერძის მოსამზადებლად არც გაზქურა აქვს და არც ცხელ დღეებში ცივი წყლის დასალევად მაცივარი. ლელა ექიმი მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არის.    


primetime.ge

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი