“ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა…”-რუსი ჯარისკაცის მოგონება 2008 წლის ომზე

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცის საშა დროზდოვის ინტერვიუდან ამონარიდს აქვეყნებს, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს და შინდისის გმირებს შეეხება:

რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუდან:
რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალთან ახლოს ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს და დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო: ქართველები თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიცვალებულიც ბევრი ჰყავდათ და დაჭრილიც. ესენი ვინ არიან, ეშმაკები, ქაჯები თუ ადამიანები? – ყვიროდა მეთაური. – უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი ტექნიკით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა.

როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა. ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თავად მოისწრაფა სიცოცხლე. ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს თქვა – ასეთი ბიჭები რომმყოლოდაო… სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში”.

 

პოპულარული

სკანდალი ოქრუაშვილის სარჩელზე - "გაირკვა რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია... სამხარაული გაყალბებაზე უარს ამბობს..."
ჰაკერებმა რუსეთის ФСБ-ს სერვერი გატეხეს - გატანილია 7.5 ტერაბაიტი ინფორმაცია და გამჟღავნებულია საიდუმლო პროექტები
"დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლებმა არ დამამარცხოს" - ეკა კვესიტაძე
"ყველაფერი წინაა... ჩვენ გავიმარჯვებთ და სხვა ადგილიდან აუცილებლად ვიტყვით, დედამოტ*ნულო სვავო ჩვენ დავბრუნდით" - ნიკა გვარამია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი