11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ამ დღეს სხვისი იდეების მითვისებას მოახერხებთ. პლაგიატია კარიერაში წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ თანამშრომლებთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიღაც კოლეგა ტყუილში თქვენს მხილებას ეცდება. გაითვალისწინეთ, როცა ყველაფერს ფარდა აეხდება, შეფი უმკაცრესად დაგსჯით.

 

კურო
ამ დღეს რთული თანამოსაუბრის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ფსიქოლოგიის ცოდნის გამოვლენა მოგიწევთ. თანამოსაუბრე თქვენი ბიზნესპროექტების პოტენციური ინვესტორი ან ის ადამიანი იქნება, რომელზეც თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული. თუ დიალოგის მოხერხებულად წარმართვასა და მეორეხარისხოვანი თემებიდან თქვენთვის საჭირო მიმართულებით წაყვანას შეძლებთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ.

 

ტყუპები
მთელი დღე საყვარელ ადამიანთან მძიმე საუბრით იქნებით დათრგუნული. ის აშკარად გაგრძნობინებთ, რომ თქვენთან მტკივნეული ურთიერთობის გაგრძელების აუცილებლობაში ეჭვი ეპარება. პანიკაში ჩავარდნის ნაცვლად, იფიქრეთ, როგორ დააბრუნოთ თქვენს ურთიერთობაში ძველი ვნება და რომანტიზმი. შეადგინეთ გეგმა, როგორ უნდა დაიწყოთ ცხოვრება თავიდან და დაუყოვნებლივ მის რეალიზებას შეუდექით.

 

კირჩხიბი
გირჩევთ, სამსახურში ახალი ინიციატივების გამოჩენისგან თავი შეიკავოთ. სანამ ახალი უფროსის ხასიათს კარგად არ შეისწავლით, მაქსიმალურად მოკრძალებულად მოიქეცით. ამასთანავე, ინიციატივები პირადი ცხოვრების მიმართულებით უფრო დაგჭირდებათ. ადამიანი, რომელთანაც ახლახან სასიყვარულო რომანი გააბით, ძალიან მოკრძალებულია. ამიტომ ურთიერთობა რომ უფრო დინამიკური გახადოთ, ინიციატივის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ.

 

ლომი
ამ დღეს უმცროსი ნათესავით ძალიან იამაყებთ. სავარაუდოდ, თქვენი შვილი ან უმცროსი ძმა სპორტულ შეჯიბრში ან ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვებს და პრიზს დაიმსახურებს. ეს შესანიშნავი მიზეზია, რომ ოჯახის წევრები შეკრიბოთ და საოჯახო ზეიმი მოაწყოთ. გახსოვდეთ, რომ ბავშვის გამარჯვების აღსანიშნავ დღესასწაულზე, ალკოჰოლის ნაცვლად, გამარჯვებულის საყვარელი ნუგბარი უნდა ჭარბობდეს.

 

ქალწული
გირჩევთ, პირადი საქმეების მოგვარებისთვის ორიოდე საათი გამონახოთ. არ ღირს გაურკვეველი ვადით გადადოთ საინტერესო წიგნის კითხვა, კარგი ფილმის ყურება ან  საყვარელი საქმის კეთება. სამსახურის დასრულებისთანავე, გვერდით გადადეთ საოჯახო საქმეები. ოჯახის წევრებს ტაქტიანად მიანიშნეთ, რომ კულტურული დასვენება ჰაერივით გჭირდებათ. მით უმეტეს, რომ დასვენების უფლება დაიმსახურეთ.

 

სასწორი
მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას საყვარელ ადამიანთან. ხუთშაბათი კვირის ყველაზე იღბლიანი დღეა. დაიწყეთ ძელი გეგმების რეალიზება. ეს დღე, ასევე, შესანიშნავია, შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

 

მორიელი
საქმეებში იმედგაცრუება თქვენს განწყობაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. სირთულეების დაძლევაში მეგობრები დაგეხმარებიან. პოტენციურ მეორე ნახევართან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურის შემდეგ რამდენიმე საათი ერთად გაატაროთ – უყუროთ ფილმს ან ეწვიოთ თქვენს საყვარელ კაფეს.

 

მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე დაგროვილი პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ. ხვალ ახალი ნაცნობობა და საუბარი გელით, რაც თქვენს საქმიანობაზე დადებითად აისახება. კარგი იქნება, თუკი ცოტაოდენ დროს შემოქმედებით საქმიანობას დაუთმობთ. ეს გაგათავისუფლებთ უარყოფითი ემოციებისგან და ახალ ენერგიას შეგმატებთ.

 

თხის რქა
თუკი დახმარება დაგჭირდეთ, ნუ დაივიწყებთ მეგობრებს და მიმართეთ მათ დასახმარებლად. ოჯახის წევრებთან კამათს ვარსკვლავები ხვალ არ გირჩევენ. შეეცადეთ, საკუთარი იდეები მხოლოდ გავლენიან ადამიანს გაუმხილოთ, რადგან მისი მფარველობით ყველაფერს მიაღწევთ. საბედნიეროდ, ფორტუნა გაგიმართლებთ და მოულოდნელად შესაფერის ინვესტორს გამოგიგზავნით, რომლის დახმარებითაც სოლიდურ ფულად მოგებას ნახავთ.

 

მერწყული
ეს დღე შესანიშნავია სამსახურისა და ახალი  შემოსავლის მოსაძიებლად. თუკი უკვე დასაქმებული ხართ, დამატებით შემოსავალზე იფიქრეთ. შეეცადეთ, დღის განმავლობაში კომფორტულ გარემოში იყოთ. საყვარელი ადამიანი ძვირად ღირებულ რესტორანში დაგპატიჟებთ, სადაც საკმაოდ ლირიკულად გამოგიტყდებათ საკუთარ გრძნობებში და ღირებულ საჩუქარს მოგართმევთ.

 

თევზები
კარიერულ და ფინანსურ საკითხებს ლოგიკისა და ჯანსაღი აზროვნების გარეშე ვერ გადაჭრით. სანამ სასიყვარულო რომანს დაიწყებთ, ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაფიქრდეთ, რა რეაქცია ექნება ამ რომანზე ადამიანს, რომელსაც ამ მომენტისთვის პოტენციურ მეორე ნახევრად მიიჩნევთ.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - ნინო ბურჯანაძეს გავრილოვის ინციდენტზე ბოდიში არ მოუხდია" - პარტიის პრესსამსახური
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი