23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ვერძი
ჯანმრთელობა: დაავადება, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამარცხეთ, ხვალ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავს. ამ პრობლემის მოგვარებას თუ გადადებთ, ნამდვილად უგუნური საქციელი იქნება.
კარიერა: მიაქციეთ ყურადღება საკუთარ სიტყვებს და იფიქრეთ იმაზე, რა შთაბეჭდილებას ახდენთ თქვენს კოლეგებზე. ეს პირდაპირ კავშირში იქნება თქვენს კარიერულ წინსვლასთან.
სიყვარული: სერიოზულად ღირს დაფიქრება – ნუთუ არ მოვიდა დრო, რომ ვიღაცის გულის მონადირებაზე იფიქროთ?!

 

კურო
ჯანმრთელობა: მოუფრთხილდით ფეხებს. ეცადეთ, თბილად და კომფორტულად გქონდეთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ფეხით ბევრი სიარული გიწევთ.
კარიერა: თუ გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენს შრომას არ აფასებენ, იცოდეთ, სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ეჭვი და ილუზიაა.
სიყვარული: საბოლოოდ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ნაცნობების წრიდან, რომელთან ერთადაც საკმაოდ ხშირად ატარებთ დროს, ერთი ადამიანი განსაკუთრებულად გიზიდავთ. გრძნობების აღიარების დროა.

 

ტყუპები

 

ჯანმრთელობა: თქვენი მთავარი მტერი გაუწონასწორებლობა იქნება. პრობლემების გადაჭრისას მშვიდად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, საბოლოოდ მოსპოთ თქვენი ნერვული სისტემა.
კარიერა: როგორც ჩანს, ბოლო დღეებში დიდი ენერგია დახარჯეთ. რელაქსაციის დროა!
სიყვარული: ძალიან რთული იქნება საყვარელი ადამიანის გაგება და პატიება. თუმცა თავი ხელში უნდა აიყვანოთ. სხვაგვარად პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნება.

 

კირჩხიბი

 

ჯანმრთელობა: დასვენება გჭირდებათ. უსაქმურად გატარებული ერთი დღეც კი შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს.
კარიერა: ზედმეტად კრიტიკულად ნუ განსჯით ადამიანებს. შეცდომას ყველა უშვებს. უნდა აპატიოთ…
სიყვარული: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთან გულწრფელი არ არის, დაელაპარაკეთ მას და მხოლოდ მას ამის შესახებ. სხვებთან ნუ განიხილავთ თქვენს პირად ურთიერთობებს.

 

ლომი

ჯანმრთელობა: გადაღლილობას იგრძნობთ. ენერგიის აღდგენისთვის დასვენებისთვის განკუთვნილი დღის გამოყენება უმნიშვნელოვანესი იქნება.
კარიერა: თქვენი კოლეგის რჩევის გათვალისწინება მოგიწევთ. ამ რჩევას კი რაც შეიძლება მალე უნდა შეასხათ ხორცი და რეალობად აქციოთ.
სიყვარული: გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომლისთვისაც თქვენი პიროვნება საინტერესო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ყოველთვის უხერხულად იგრძნობთ მის კამპანიაში.

 

ქალწული

ჯანმრთელობა: გარშემო დადებითი მომენტები ეძებეთ. ისინი საჭირო ენერგიით დაგმუხტავენ.
კარიერა: ახლა გაგება და მხარდაჭერა ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. მიეცით უფლება ახლობელ ადამიანებს, დაგეხმარონ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი დაუფიქრებლად მოიქცევა, რაც თქვენში ნეგატიური ემოციების კორიანტელს გამოიწვევს, რომელთა გამჟღავნებაც არ ღირს. ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები.

 

სასწორი

ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, გააძლიეროთ დაცვის მექანიზმები გაციების წინააღმდეგ. პროფილაქტიკა, პროფილაქტიკა და კიდევ პროფილაქტიკა!!!
კარიერა: საქმეზე კონცენტრირებაში ამინდზე ფიქრით დაწყებული ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე ფიქრით დასრულებული უამრავი რამ შეგიშლით ხელს. სჯობს, დანებდეთ და დასვენების დღე დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ.
სიყვარული: ნუ გადაწყვეტთ საკითხებს ბოლო წუთებში. მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა, თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი დაგაპირისპიროთ.

 

მორიელი
ჯანმრთელობა: ფრთხილად ანტიბიოტიკებთან! აუცილებლად მიმართეთ ექიმს მანამ, სანამ თვითნებურად მიიღებთ რაიმე ანტიბიოტიკს.
კარიერა: წარუმატებელი დღე გელით. რაღაცასთან გამომშვიდობება მოგიწევთ იმედია, ეს რაღაც თქვენი სამსახური არ იქნება.
სიყვარული: იმდენად გადაიღლებით ემოციებისგან, რომ გაქცევისა და მარტოობის გარდა, გამოსავალს ვერაფერში დაინახავთ. თუმცა დაფიქრდით, ღირს კი საყვარელი ადამიანის მღელვარება ამად?

 

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: დღის რაციონიდან გამორიცხეთ შებოლილი და დამარილებული პროდუქტები, რადგან ისინი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ნეგატიურად იმოქმედებს და შესაძლოა, მუცელი ძალიან აგტკივდეთ.
კარიერა: საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ და ეს ძალიან კარგია. თქვენი კოლეგებისა და პარტნიორების თვალშიც განსაკუთრებით დამაჯერებელი იქნებით.
სიყვარული: რთული იქნება თქვენთვის, ადეკვატურად შეაფასოთ თქვენი საყვარელი ადამიანის ქმედებები. თქვენი სიყვარულის ვარდისფერი სათვალით ძალიან სუბიექტურად აღიქვამთ სამყაროს.

 

თხის რქა
ჯანმრთელობა: მიიღეთ გამაჯანსაღებელი აბაზანა და ჩამოიხსენით მხრებიდან კვირის დაძაბულობა. ძველის დავიწყება და ახალი ენერგიით შევსება უმნიშვნელოვანესია მომავალი კვირის წარმატებული დასაწყისისთვის.
კარიერა: დიდი ხანია, ხელმძღვანელთან გულწრფელად არ გისაუბრიათ. ხვალ ამისთვის შესანიშნავი დღეა!
სიყვარული: თქვენს მეორე ნახევარს გაუჭირდება თქვენი პატიება, თუმცა თქვენი ურთიერთობის სახელით ძველ წყენას აუცილებლად დაივიწყებს.

 

მერწყული
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მხრივ, სიურპრიზებს ცხოვრება ხვალ ნამდვილად არ გიმზადებთ, თუმცა პრეპარატების ჩვეული ნაკრების გარეშე სახლიდან მაინც ნუ გახვალთ.
კარიერა: ხვალ შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ თქვენი აზრები თანმიმდევრულად დაალაგოთ. მომავალ კვირას ამის არც დრო და არც ნერვები აღარ გექნებათ.
სიყვარული: თქვენმა მეორე ნახევარმა გმირობა უნდა ჩაიდინოს თქვენს უაზრო გაღიზიანებასა და აგრესიას რომ მოთმინებით გაუძლოს. დაფიქრდით და გაიაზრეთ, ეს სამყარო მხოლოდ თქვენს გარშემო არ ბრუნავს.

 

თევზები
ჯანმრთელობა: მნათობები გირჩევენ, თვალებს მიაქციოთ ყურადღება. ეწვიეთ ოფთალმოლოგს.
კარიერა: ტექნიკამ შესაძლოა, სრულიად უდროო დროს გიღალატოთ. აუცილებლად გქონდეთ გეგმა „ბ“, თუ ხვალ მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი.
სიყვარული: მოგეჩვენებათ, რომ თქვენი მეორე ნახევარი საკმარის ყურადღებას არ იჩენს თქვენ მიმართ და ეს ძალიან გაგაღიზიანებთ. ჩხუბი არ არის საჭირო. მშვიდად აუხსენით, რა გწყინთ მისგან და ის აუცილებლად გაითვალისწინებს.

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი