„საქმეში ნომერი 113-ჯერ ფიგურირებს…ამ ნომერს ძალოვანი უწყების ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური აკონტროლებს “ – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

ნომერი

ვის ეკუთვნის მობილური ნომერი, რომელიც შაქარაშვილის საქმეში ყველაზე მეტჯერ გვხვდება და რა მიზნით გამოიყენეს ის. ტელეფონის ნომერი 597- 10-00-02 ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეში 113-ჯერ ფიგურირებს და ის დეტალურ ამონაწერებში ორივე დაპირისპირებულ მხარესთან ფიქსირდება. საინტერესოა, რა არის ეს ნომერი, რისთვის გამოიყენება ის და რატომ ჩნდება შაქარაშვილის საქმეში. 

გამომძიებელმა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ შეისწავლა ეს საკითხი და მიაგნო ბევრ საინტერესო გარემოებას და იმასაც, რომ ეს ნომერი სხვა საქმეებშიც ფიქსირდება – იქ, სადაც კონკრეტულ პირებს უსმენდნენ. 

ელისო კილაძის თქმით, აღნიშნული ტელეფონის ნომერი ფიგურირებს მისი შვილის დაკავების საქმეში. 

„წარმოდგენაც კი გამიჭირდებოდა რომ რაღაც ფორმით დაკავშირებული იყო ჩემთან და ჩემი შვილის დაჭერის გახმაურებულ საქმესთან. 2016 წელს, მე ვმუშაობდი ძალიან მძიმე თემებზე, ეს თემები იყო გიორგი მღებრიშვილის, მაშინდელი შს მინისტრის, სოსო გოგაშვილის, სუს-ის უფროსის მოადგილის და უჩა მამაცაშვილის კორუფციული სქემები. ნარკოტიკების რეალიზაციის ქსელის მფარველობა პირველი ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის მხრიდან და ყველაზე მძიმე თემა, რასაც მივადექი იმ პერიოდში, ეს იყო ირანული ფულის გათეთრების სქემა.

იყო გაფრთხილებები რომ მე თავს წავაგებ, იყო მოლაპარაკებების მცდელობები – განსაკუთრებით გართულდა სიტუაცია 2016 წლის დეკემბერში. დეკემბერია სწორედ ის თვე, საიდანაც შემდეგ უკვე მე ამ ნომერზე გავედი. 2017 წლის თებერვალში მე მაშინდელი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ღიად ვთქვი, რომ უჩა მამაცაშვილთან ჩემი ყოველგვარი მოლაპარაკება შეწყვეტილია და ამის შემდეგ დაიწყო,ის რაც დაიწყო.

უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ჩემს წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა 13 მარტს ჩემი შვილის დაკავება… მას შემდეგ, რაც მე მივიღე შეთავაზება რომ დამეთმო „ქრონიკა +“ და ჩემი შვილი იქნებოდა თავისუფალი და ვთქვი უარი, დაიწყო ჩემი ე.წ. მხილების კამპანია…  როგორც აღმოჩნდა 2016 წელს, ეს ჩემი მხილების კამპანია, აღმოჩნდა გასაღები – რამდენიმე დღის წინ, ჩემთან მოვიდა ქალი, რომელსაც ასევე არ ვიცნობდი, ტელეფონით დამირეკა ჩემთვის უცნობი ნომრით და მთხოვა შეხვედრა. მოვიდა „ქრონიკა +“-ის რედაქციაში. ეს ქალბატონი აღმოჩნდა ფატი ფილია. ანუ, ჩემს ერთ-ერთ წყაროდ დასახელებული ზაზა ფილიას და, რომელმაც საკუთარი მობილური ტელეფონის დეტალურ ამონაწერში აღმოაჩინა ნომერი, რომელიც 113-ჯერ ფიქსირდება გიორგი შაქარაშვილის საქმეში სხვადასხვა მხარეს. ოღონდ, 156-ჯერ თუ მეტჯერ ფიქსირდება ეს ამ ქალის ამონაწერში, ანალოგიური ფორმატით ზუსტად გადამისამართებული და ამის შემდეგ მე დავიწყე ძიება. 

ეს არის ნომერი, რომლითაც, რომელიმე ძალოვანი უწყების ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური აკონტროლებს მოქალაქეებს. აკონტროლებს ადამიანებს, რომლებიც არიან მათთვის საინტერესო. ამ ნომერზე არის გადამისამართებული ჩვენი სატელეფონო შეტყობინებები“, – ამბობს ელისო კილაძე. 

წყარო:mtavari.tv

დაწერე კომენტარი