11 სექტემბრის ტერაქტისას განადგურებულ ტერიტორიაზე წმ. ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი შენდება

რამდენიმე თვეში მანჰეტენის მთავარი მშვენება მართლმადიდებლური ტაძარი გახდება! 

 კერძოდ, 11 სექტემბრის ტერაქტისას განადგურებულ ტერიტორიაზე წმ.ნიკოლოზის ტაძარის მშენებლობა დასრულდება! დღეს ეს პროცესი ფინალურ სტადიაზე გადავიდა…
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე 1972 წლიდან თავს იწონებდა ორი 110 მეტრიანი ცათამბჯენი, რომელთაც აბსოლუტური იდენტობის გამო “ტყუპები” შეერქვათ.
ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ სამხრეთ ცათამბჯენიდან სულ რამოდენიმე ათეულ მეტრში აღმართული იყო საუკუნოვანი პატარა ნაგებობა, წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც მიუხედავად ადგილმდებარეობისა უწყვეტ რეჟიმში ტარდებოდა ღვთისმსახურება. ეს იყო ერთადერთი შენობა, რომელიც ტყუპებთან ერთად სრულიად განადგურდა ავიაიერიშების შემდეგ. გავლენიან ბიზნესმენთა ბევრი მცდელობის მიუხედავად, ტაძარი ტერიტორიის გარეშე დაეტოვებინათ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მორწმუნე საზოგადოების ინტერესები უფრო წინ დააყენა და ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორის ჯორჯ პეტაკის პირადი ჩართულობით (და სურვილით) გადაწყდა აქ კვლავაც ტაძარი აშენებულიყო. მეტიც, ახალი პროექტის მიხედვით ეკლესია აღნიშნული ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში შემაღლებულ ფუნდამენტზე განთავსდება და ის იქნება 11 სექტემბრის მემორიალური ძეგლი.
შეიქმნა მშენებლობის ფონდი და გამოცხადდა საპროექტო კონკურსი. პროექტის შერჩევისას გათვალისწინებული იქნა ორი ძირითადი პირობა: ტაძარი უნდა ყოფილიყო თანამედროვე იერსახის, მაგრამ აუცილებლად ტრადიციულ-კლასიკურ-სტილში კონსტრუირებული. კომისიამ ერთხმად აირჩია ცნობილი ესპანელი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას ესკიზი, რომლის მიხედვითაც შენობის ძირითადი ბირთვი აია-სოფიას ანალოგიური იქნება, ხოლო ექსტერიერის დეკორირებით ჰარმონიულად ჩაჯდება მანჰეტენის არქიტექტურულ წყობაში. 2014 წელს იკურთხა ტაძრის საძირკველი და მშენებლობაც დაიწყო…

Image may contain: skyscraper, sky and outdoor
Image may contain: plant and outdoor
Image may contain: outdoor

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი