11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. ნიუ-იორკში მემორიალური ღონისძიება დილის საათებში დაიწყება, სადაც თითოეული დაღუპულის სახელს წარმოთქვამენ. მას მხოლოდ ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახების წევრები დაესწრებიან.

სპეციალურად ამ დღისთვის ნიუ-იორკში რამდენიმე ახალი გამოფენა გაიხსნება, რომელიც ტერაქტის თემატიკას მიეძღვნება. მემორიალური საღამოები იგეგმება აშშ-ის სხვა ქალაქებშიც.

სპეციალური ღონისძიება გაიმართება პენტაგონში, რომელიც დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყება. ღონისძიებას დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

2001 წლის 11 სექტემბერს ალ-ქაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენზე თავდასხმა განხორციელდა, კიდევ ერთი საფრენი აპარატი პენტაგონის შენობას დაეჯახა, მეოთხე თვითმფრინავი კი სომერსეტის ოლქში ჩამოვარდა. ტრაგიკულ დღეს სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ექვსი ათასი კი დაშავდა.

პოპულარული

"17 წლის გოგოს ჩვილი მოუკლეს იმიტომ, რომ მისი ყვერი ძმა უბანში ვეღარ იბლატავებდა... იმიტომ, რომ..." - შემზარავ ამბავს სოცქსელში ეხმაურებიან
"ეს ხდება კარფურში...როდემდე ადამიანებო?" - რა შეემთხვა ჰიპერმარკეტის თანამშრომელს
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
დაწერე კომენტარი